საია - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე უფლებრივი კუთხით პრობლემური იყო იმ დაკავებულებზე ინფორმაციის მოძიება, რომლებიც სამართალდამცველებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავდათ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე უფლებრივი კუთხით პრობლემური იყო იმ დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მოძიება, რომლებიც სამართალდამცველებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავდათ - ამასთან, გამოიკვეთა, რომ ზოგჯერ დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაზიანებების დეტალურ აღრიცხვას არ აწარმოებენ, რაც პრობლემურია, მათ შორის, გამოძიების სათანადოდ წარმართვისთვის,- ამის შესახებ საია-ს სპეციალურ ანგარიშშია აღნიშნული სახელწოდებით - „საქართველო: ადამიანის უფლებები „რუსული კანონის“ პირისპირ“.

ანგარიშის თანახმად, დაკავებულების ნაწილი გადაჰყავდათ სხვა ქალაქების იზოლატორბში, რაც უფრო ართულებდა მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.

„2024 წლის აპრილი-მაისის პერიოდში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, საია-ს ინფორმაციით, დაახლოებით 210-ამდე პირი დააკავეს. მათთან მიმართებით მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა. უსაფუძვლო ადმინისტრაციული დაკავებები ემსახურება საპროტესტო აქციის მუხტის ჩახშობას და მოქალაქეების დაშინებას. დაკავებულთა უფლებრივი კუთხით პრობლემური იყო იმ დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მოძიება, რომლებიც სამართალდამცველებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავდათ, რადგან ადვოკატისა და ოჯახის მხრიდან დროულად ვერ ხერხდებოდა მათი ადგილსამყოფლის დადგენა. რამდენიმე შემთხვევაში, დაზიანებების მქონე დაკავებულები სამედიცინო დაწესებულებებში სამართალდამცავი პირების მიერ მიყვანილ გადაუდებელ პაციენტებად არ დაარეგისტრირეს. ასეთ დროს დაკავებულებს თავად უწევთ მკურნალობის გარკვეული ხარჯების დაფარვა.

ამასთანავე, ზოგიერთ საქმეში გამოიკვეთა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაზიანებების დეტალურ აღრიცხვას არ აწარმოებენ, რაც პრობლემურია, მათ შორის, გამოძიების სათანადოდ წარმართვისთვის. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციით, თბილისის იზოლატორების გარდა, დაკავებული პირები გადაჰყავდათ სხვა ქალაქების იზოლატორებშიც - გორში, ხაშურში, თელავსა და დუშეთში, რაც მათი მოძიების პროცესს კიდევ უფრო ურთულებდა ოჯახს, ადვოკატებსა და უფლებადამცველებს. გამოვლინდა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა დაკავების ვადის დაუსაბუთებლად გახანგრძლივება. შეინიშნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა, უმეტესად, დაუსაბუთებლად გაახანგრძლივოს დაკავების 24-საათიანი ვადა 48 საათამდე“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება