საია - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირების შემდგომ საპროტესტო აქციებზე გამოვლინდა ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის - „საქართველო: ადამიანის უფლებები „რუსული კანონის“ პირისპირ“ მიხედვით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირების შემდგომ საპროტესტო აქციებზე გამოვლინდა ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, აპრილ-მაისში აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ონლაინ გამოცემებისა და ტელეკომპანიის წარმომადგენლებს, მათ შორის, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორ გიორგი ჟამერაშვილს.

„კანონის ინიცირების შემდგომ საპროტესტო აქციებზე გამოვლინდა ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები. ქვემოთ მოცემული შემთხვევები არის ბოლო წლების განმავლობაში დაწყებული ტენდენციის ნაწილი, რა დროსაც მნიშვნელოვნად გაუარესდა საქართველოში მედიაგარემო და კიდევ უფრო გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის, მათ პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტები. აღნიშნულს პირდაპირ ახალისებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა ან არაჯეროვანი მოქმედება ასეთი შემთხვევების ეფექტიანი გამოძიების კუთხით.

2024 წლის 16 აპრილს აქციის გაშუქებისას შსს-ს წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ონლაინ გამოცემების - „პუბლიკას“, „ტაბულას“ და „აპრილის“ ჟურნალისტებს.

2024 წლის 30 აპრილის საპროტესტო აქციის გაშუქების დროს სპეცრაზმმა ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტების - ლიკა ზაკაშვილისა და მამუკა მგალობლიშვილის წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

გარდა ამისა, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა ონლაინ გამოცემა „აიფაქტის“ ჟურნალისტ რობი ზარიძეს, 107 ასევე „ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორ დავით ბერაძეს.

შსს-ის წარმომადგენელმა 14 მაისის აქციის გაშუქებისას გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტს მცირე ზომის კამერა წაართვა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ასევე, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორ გიორგი ჟამერაშვილს“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში