შალვა პაპუაშვილი ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტზე - თუკი ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს კანონპროექტს, დადგება არა ქართველი ხალხის, არამედ საკუთარი უცხოელი პატრონების მხარეს

ამ კანონპროექტზე 17 მაისს შედგა ფაქტობრივი სახალხო რეფერენდუმი და ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ ჩვენი სახალხო განხილვის დროს, რომელიც რეგიონში იყო, არამედ 17 მაისს უკვე ქუჩაში გამოსვლით მხარი დაუჭირა ამ პაკეტს, ამიტომ ახლა ოპოზიციას ერთადერთი შედეგი ექნება, საბოლოო ჯამში, თუკი მხარს არ დაუჭერს ამ კანონპროექტს, საბოლოოდ დადგება არა ქართველი ხალხის, არამედ საკუთარი უცხოელი პატრონების მხარეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის“ შესახებ პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ბიურო შესაბამის კომიტეტებს გადასცემს აღნიშნულ პაკეტს განსახილველად და პარლამენტიც საკომიტეტო და პლენარული სხდომის ფორმატში დაიწყებს მის განხილვას.

„რაც შეეხება პაკეტს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ, იცით, რომ ეს პაკეტი დღეს დაინიცირდა და ბიუროს მიერ გადაეცემა შესაბამის კომიტეტებს განსახილველად და პარლამენტი საკომიტეტო და პლენარულ სხდომის ფორმატში დაიწყებს განხილვას. რაც შეეხება ოპოზიციას, ამაშია მთელი პარადოქსი, ერთი მხრივ ამბობენ, რომ საარჩევნო მიზნები აქვს ამ ყველაფერსო, ანუ ამით აღიარებენ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში და ქართველი ხალხის მიერ მოწონებული კანონპროექტი და თუ ეს ქართველი ხალხის ინტერესშია, მაშინ რატომ არ უჭერენ მას მხარს? თუკი ეს ქართველი ხალხის მიერ არის მოწონებული, რატომ არ უჭერენ მხარს? გამოდის, რომ ისინი ხელმძღვანელობენ არა ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებიდან, არამედ ხელმძღვანელობენ მათი უცხოელი პატრონების დაკვეთით, კარნახით, წარბის აწევით თუ ა.შ. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ ჩვენ სინამდვილეში გვყავს არა პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის სასარგებლო იდეების ჭიდილი იყოს, არამედ მთლიანად უყურებს იმას, რას ეტყვიან გარედან, როგორ საარჩევნო ტაქტიკას დაუსახავენ, რომელ კანონს დაუჭირონ და რომელ კანონს არ დაუჭირონ მხარი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში