შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ევროპული და ამერიკული ფონდები საქართველოში გაუმჭვირვალედ ხარჯავენ ფულს, რომელიც მიდის რადიკალური ჯგუფების დაფინანსებაზე, ყველას მოვუწოდებ უზრუნველყონ დახარჯული ფულის გამჭვირვალობა

სამწუხაროდ, ევროპული და ამერიკული ფონდები საქართველოში გაუმჭვირვალედ ხარჯავენ ფულს, რომელიც მიდის რადიკალური ჯგუფების დაფინანსებაზე, ყველას მოვუწოდებ უზრუნველყონ დახარჯული ფულის გამჭვირვალობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის სამი თვეა მიმდინარეობს დისკუსია, ვერც ამერიკული და ვერც ევროპული ფონდებიდან მათ ვერ მოისმინეს მზაობა იმისა, რომ მათი ფინანსები გახდება გამჭვირვალე.

„ყველას მოვუწოდებ, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყონ საკუთარი ფინანსების საჯაროობა და გამჭვირვალობა საქართველოში. სამწუხაროდ, დღეს არსებობს როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფონდები, რომლებიც საქართველოში გაუმჭვირვალედ ხარჯავენ ფულს და შემდეგ ირკვევა, რომ ეს ფული მიდის პოლიტიკური პარტიების, რადიკალური ჯგუფების დასაფინანსებლად. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, იხელმძღვანელონ დემოკრატიული პრინციპებით და იმ ღირებულებებით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ და უზრუნველყონ საკუთარი ბიუჯეტიდან დახარჯული ფულის გამჭვირვალობა. დისკუსიის დაწყებიდან უკვე სამი თვე გავიდა და ვწუხვარ, რომ დღემდე ვერ მოვისმინე ვერცერთი ევროპელი ჩინოვნიკისგან, თუ ჩინოსნისგან განცხადება, რომ ისინი უზრუნველყოფენ, ვთქვათ, ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახარჯული ფულის გამჭვირვალობას. ევროპის დემოკრატიის ფონდი დღემდე არ ასაჯაროებს თავის დაფინანსებებს საქართველოში, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, ჩვენ საერთოდ გაზიარებულ ღირებულებებს და წარმოადგენს გაუმჭვირვალე მიდგომას ქვეყნებს შორის ურთიერთობაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება