შალვა პაპუაშვილი - ყოველ ჯერზე „გულანთებული მოქალაქის“ უკან იმალება „ნაციონალური მოძრაობის“ საკმაოდ გულჩათხრობილი აქტივისტი, რომელსაც სურს, პროვოცირება მოახდინოს

მე ერთი რამე ვიცი, ეს ქალბატონი ჩვენ ვიხილეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, როდესაც საკუთარ შვილსაც კი გადააბიჯა, ჩვენ გვყავდა სტუმრად შშმ ბავშვები, მან გამოიყენა ეს სტუმრობა იმისთვის, რომ შემოპარულიყო და პოლიტიკური განცხადებები ეკეთებინა დარბაზში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც დეპუტატ ირაკლი ზარქუას მისამართით ისმის სიტყვები: „მონა“ და „მოღალატე“.

როგორც მან აღნიშნა, ყოველ ჯერზე ამ „გულანთებული მოქალაქის“ უკან იმალება „ნაციონალური მოძრაობის“ საკმაოდ გულჩათხრობილი აქტივისტი.

„ჩანს მედიის მხრიდან წახალისებული კამპანიაა, რომლის მიტანაც ისე ხდება საზოგადოებამდე, თითქოს ეს არის აღშფოთებული, „გულანთებული მოქალაქე“. სინამდვილეში ხომ ხედავთ, რომ ყოველ ჯერზე ამ „გულანთებული მოქალაქის“ უკან იმალება „ნაციონალური მოძრაობის“ საკმაოდ გულჩათხრობილი აქტივისტი, რომელსაც უბრალოდ საკუთარი ბოღმით, ზიზღით უნდა, რომ პროვოცირება მოახდინოს სხვა ადამიანებზე. ყოველი ასეთი შემთხვევის უკან იდგნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, რომლებიც მოქმედებენ ისე, როგორც მოქმედებს „ნაციონალური მოძრაობა“, რომლისთვისაც ადამიანი ღირებულებას არ წარმოადგენს, რომელიც დაფუძნებული იყო ტერორზე და ეს ტერორის კამპანია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის ძალიან სამწუხარო,’’- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება