ჯაბა სამუშიამ ფრანგული უნივერსიტეტის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პარი-საკლეს ჯგუფის წევრი ევრის უნივერსიტეტის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ფრანგულ-ქართული პროგრამის - კომპიუტერული მეცნიერება სამაგისტრო საფეხურზე სწავლებაზე იმსჯელეს, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პარი საკლეს უნივერსიტეტთან და პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად განახორციელებს.

ამასთან, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ფრანგ კოლეგებთან აღნიშნა, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართ ახალგაზრდების დიდი ინტერესია.

მისივე თქმით, საქართველოში კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლით ბევრი უცხოელი სტუდენტია დაინტერესებული. მათ შორის, სტუდენტები შუა აზის ქვეყნებიდან, არაბული სამყაროდან, ინდოეთიდან და მისი მეზობელი ქვეყნებიდან. შესაბამისად, ქართულ-ფრანგული კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა იქნება ინგლისურენოვანი. უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და ხელი შეეწყოს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გრძელვადიანი თანამშრომლობით. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება სწავლების სხვადასხვა საფეხურზე, არამედ, ერთობლივი კვლევითი პროექტების ხელშეწყობა, სტუდენტების გაცვლა და გამოცდილების გაზიარება“,- აღნიშნა ევრის უნივერსიტეტის პროფესორმა ნაზიმ აგულმინმა.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგულ-ქართული პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ ბაკალავრიატზე უკვე ისწავლება პარი საკლეს უნივერსიტეტის (Université Paris-Saclay) ჯგუფის წევრი - ევრის უნივერსიტეტთან (Université Evry Val d'Essonne) თანამშრომლობით და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით. კურსდამთავრებულები იღებენ ორ დიპლომს - თსუ კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრისა და ევრის უნივერსიტეტის დიპლომს ინფორმატიკაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება