შალვა პაპუაშვილი - გაუგებარია, როდესაც შენიშვნები გვესმის იმ ქვეყნებისგან, სადაც უფრო მკაცრი რეგულაციები მოქმედებს, ვიდრე საქართველოში

გაუგებარია, როდესაც შენიშვნები გვესმის იმ ქვეყნებისგან, სადაც უფრო მკაცრი რეგულაციები მოქმედებს, ვიდრე საქართველოში, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღეს საფრანგეთში რომ იყოს ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელსაც აფინანსებს საქართველოს მთავრობა და ფუნქციონირებს საფრანგეთში, ეწევა იმავე საქმიანობას, რასაც საქართველოში ეწეოდა და „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებას მოახდენდა საფრანგეთში, მის მიმართ უფრო მკაცრი რეგულაციები იქნებოდა, ვიდრე გათვალისწინებულია საქართველოში.

„დღემდე ვერავისგან, ვერც ევროპელი და ვერც ამერიკელი ლიდერებისგან ვერ მოვისმინე დაპირება, რომ აშშ-ის და ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახარჯული ფული საქართველოში იქნება გამჭვირვალე. სამწუხაროდ, დღეს ეს ფული არ არის სრულად გამჭვირვალე. ვიცით, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი ფარულად აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, თუ სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფებს, რაც ჩვენი ხალხისთვის ცნობილი არ არის. სამწუხაროდ, ამ დაპირებას ვერ ვიღებთ. ქვეყნებში როცა უკვე მოქმედებს კანონი, ზოგან წლებია, მოქმედებს, ზოგმა სულ ახლახან, მაგალითად, საფრანგეთში ახლახან მიიღეს უფრო მკაცრი კანონი, ვიდრე საქართველოშია, ეს ნამდვილად იწვევს გაუგებრობას, რასთან გვაქვს საქმე.

დღეს საფრანგეთში რომ იყოს ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელსაც აფინანსებს საქართველოს მთავრობა და ფუნქციონირებს საფრანგეთში, ეწევა იმავე საქმიანობას, რასაც საქართველოში ეწეოდა და „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებას მოახდენდა საფრანგეთში, მის მიმართ უფრო მკაცრი რეგულაციები იქნებოდა, ვიდრე გათვალისწინებულია საქართველოში. ამიტომ, გაუგებარია, როდესაც შენიშვნები გვესმის სხვა ქვეყნებისგან, როდესაც იმავე ქვეყნებში უფრო მკაცრი რეგულაციები მოქმედებს, ვიდრე საქართველოში.

იგივე იქნებოდა აშშ-ში, რომ იყოს რომელიმე მედიაორგანიზაცია, რომელიც სრულად იქნებოდა დაფინანსებული სხვა ქვეყნიდან. მასზე უფრო მკაცრი რეგულაციები გავრცელდებოდა, ვიდრე საქართველოს შემთხვევაშია სხვადასხვა მედიასაშუალებაზე, რომელიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდება. ანუ, ქართული კანონი არის ყველაზე ლიბერალური კანონი იმ კანონებს შორის, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს. ქართული კანონით ყველაზე ნაკლები მოთხოვნაა წაყენებული სუბიექტების მიმართ. ერთადერთი მოთხოვნა არის წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციის შევსება და ვინც არ შეავსებს, ჯარიმაა გათვალისწინებული.

სხვა ქვეყნებში უფრო დეტალური ანგარიშის ვალდებულებებია, არის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.ზოგ ქვეყანაში, მათ შორის „ფარას“ შემთხვევაში ხედავთ, რამხელა დეტალები საჯაროვდება - ვინ ვის ტელეფონზე დაურეკა და რაზე ელაპარაკა. ესეც კი არის ხოლმე „ფარას“ ანგარიშებში წარმოდგენილი, რომ ევროპარლამენტის წევრებს ურეკავდა ვიღაც და რაღაცაში არწმუნებდა. ქართული კანონი ყველაზე ნაკლებ მოთხოვნას და ყველაზე დაბალ რეაგირების შესაძლებლობას შეიცავს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს