შალვა პაპუაშვილი - ვინმესთვის პოლიტიკოსის განცხადება თუა საფუძველი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცებთან ერთად, რომლებიც ავღანეთში ტყვიაზე მიდიოდნენ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, არ აღნიშნოს დამოუკიდებლობის დღე, ეს მათი გადასაწყვეტია

ტყვიაზე მივდიოდით ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მაშინ, როდესაც ნატო-ს ქვეყნების უმრავლესობა შტაბიდან ცხვირს არ ყოფდა ავღანეთში, ჩვენ ვიყავით პირველ ხაზზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩვენ გვაქვს ურთიერთდახმარების ფორმატი. მისი თქმით, „ჩვენ არ ვართ მხოლოდ დახმარების მიმღები, ავღანეთის მისიაში ჩვენი მონაწილეობა იყო ჩვენი დახმარება საერთო საქმის მიმართ“.

„ვინმესთვის პოლიტიკოსის განცხადება თუ არის საფუძველი, რომ თავის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცებთან ერთად, რომლებიც ავღანეთში ტყვიაზე მიდიოდნენ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, არ აღნიშნოს დამოუკიდებლობის დღე, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენს დამოკიდებულებას ვაჩვენებთ სხვანაირად, მათ შორის იმით, რომ ტყვიაზე მივდიოდით ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მაშინ, როდესაც ნატო-ს ქვეყნების უმრავლესობა შტაბიდან ცხვირს არ ყოფდა ავღანეთში, ჩვენ ვიყავით პირველ ხაზზე. ასე რომ, ეს არის ჩვენი მიდგომა. ჩვენ სამყაროს ვუყურებთ ჩვენი გადმოსახედიდან. ჩვენი გადმოსახედი არის მეგობრობის და პარტნიორობის. ამ მხრივ გვაქვს ჩვენ მყარი პარტნიორობა. ჩვენ გვაქვს ურთიერთდახმარების ფორმატი. ჩვენ არ ვართ მხოლოდ დახმარების მიმღები. ავღანეთის მისიაში ჩვენი მონაწილეობა იყო ჩვენი დახმარება საერთო საქმის მიმართ. ამიტომ, ეს არ არის მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობის გზა, ეს არის ჩვენი კონტრიბუციაც, რომელიც არის საკმაოდ დიდი, თუნდაც ავღანეთის მისიაში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჩვენ ნატო-ს წევრ ქვეყნებთან შედარებითაც კი ვიყავით მესამე თუ მეოთხე ჩვენი კონტინგენტით ავღანეთში 2015 წლიდან მოყოლებული და მაშინ, როდესაც ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყნის კონტინგენტი იყო რამდენიმე ერთეული ადამიანი, ან რამდენიმე ათეული ადამიანი ავღანეთში, რომლებიც ძირითადად შტაბში იყვნენ დასაქმებული, ჩვენ ვიდექით პირველ ხაზზე. ეს იყო ჩვენი დახმარება საერთო საქმეზე. ამიტომ, სამხედრო თვალსაზრისით თანამშრომლობა, ეს არის ორმხრივი ინტერესის და ორმხრივი დახმარების ფორმატი. ჩვენ, საქართველო და ქართველები მეგობრობას და პარტნიორობას ვუყურებთ ისე, როგორც უყურებენ ქართველები და ჩვენი მეგობრობა გამოიხატა იმაში, რომ წინა ხაზზე ვიდექით. სხვა, როგორ უყურებს, მათი გადასაწყვეტია. განცხადებებს უყურებენ, თუ რას უყურებენ, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ, ჩვენებურად ვუდგებით ამ საკითხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, "ფორმულას" ინფორმაციით, მათ მიერ გაგზავნილ კითხვაზე პასუხად, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამო თქვეს.

⁠"ამერიკის მონაწილეობა 26 მაისის სამთავრობო ღონისძიებაში გაუქმდა შეერთებული შტატების მიმართ ცრუ ნარატივების გავრცელების გამო, რომელიც გაჟღერებული იყო ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის მიერ 29 აპრილის გამოსვლისას.

შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად და სურს იხილოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მტკიცედ ინტეგრირებული საქართველო. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ამ გზას", - აცხადებენ საელჩოში.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება