რომან გოცირიძე - 2024 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება 64%-ს აღწევს, რაც “ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგია

2024 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება 64%-ს აღწევს, რაც “ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგია - დასავლური კურსის ცვლილება და რუსეთისკენ სვლა დასავლელი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის საგანგაშო სიგნალია , - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც გოცირიძე განმარტავს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების საგანგაშო მაჩვენებელი ახლა არ დაწყებულა.

მისი თქმით, ეს ტენდენცია გასულ წელს გამოჩნდა, როცა 2023 წელს 2022 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 500 მილიონი დოლარით, ანუ 24%-ით შემცირდა.

“ეს მაჩვენებელიც გარკვეულ ილუზიას ქმნის, რაღაც მოჩვენებითი სურათია, ვინაიდან, ინვესტიციის 90% ადგილობრივ საწარმოებში განხორციელებული რეინვესტირება იყო ანუ მოგების ჩაბრუნება, არგატანა. გარედან მხოლოდ ინვესტიციების 10% შემოვიდა. იგივე და კიდევ უფრო უარესი სურათი იხატება მიმდინარე, 2024 წლის პირველ კვარტალში - კლება უკვე 64%-ს აღწევს. ასეთი მასშტაბური კლება არის “ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად გამოწვეული, რასაც ვხედავ ბოლო ორი წლის განმავლობაში. თანაც ამ კლებაში ასახული არ არის რუსული კანონის მიღებისა და აშშ-ს მიერ მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების გამოყენების შედეგები.

თუ ასე გაგრძელდა, ფაქტობრივად, საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება. უცხოური ინვესტიციების შემცირება ნიშნავს ეროვნული ბანკის რეზერვების სწრაფ ამოწურვას, ლარის გაუფასურებას, ფასების ზრდას, მასობრივ ემიგრაციას და სიღატაკეს.

მხოლოდ იმით შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ, რომ არჩევნებამდე დარჩენილია 5 თვე. ეს ხუთი თვე როგორმე უნდა გავძლოთ - ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ოცნება დარჩა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო 90-იან წლებში დაბრუნდება"- აცხადებს რომან გოცირიძე

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო