გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის წარმომადგენლებს – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტსა და პირველ ვიცე-პრეზიდენტს უილიამ ტონგს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ჰალა მადანატსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა სკოლის დეკანს ჯეფრი რობერტსს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა 5 მილიონი დოლარის ღირებულების ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის მიმდინარეობა განიხილეს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, 2023 წელს დადებული მემორანდუმის საფუძველზე, 4 წლით გაგრძელდა.

„პროექტის ფარგლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო ყოველწლიურად 90-მდე სტუდენტს იღებს სამ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე: კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერია და სამოქალაქო ინჟინერია.

გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს საქართველოს უმაღლესი განათლების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მასშტაბური პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული, როგორც სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის კუთხით.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე პროექტის გაფართოების საკითხი განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

შეხვედრის დასასრულს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის წარმომადგენლებმა გიორგი ამილახვარს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის