საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ირაკლი ჩიქოვანს აზერბაიჯანელი კოლეგა, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი მასპინძლობს.

„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები გაფართოებულ ფორმატში განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა პატივისცემასა და ნდობაზეა დაფუძნებული, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის. ყურადღება გამახვილდა ასევე, საქართველოს მიერ შეთავაზებულ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფორმატზე, რომელიც რეგიონში მშვიდობის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული ინტენსიური ორმხრივ თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, წლების განმავლობაში დაგროვილი დიდი გამოცდილება ხელს უწყობს თავდაცვის ძალების განვითარებას როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ასევე საქართველოში. მისივე თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო არიან სტრატეგიული პარტნიორები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალით უზრუნველყონ საკუთარი მოქალაქეების უკეთესი კეთილდღეობა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატსაც, რომელიც სხვადასხვა საკითხის განსახილველად მნიშვნელოვან ერთიან რეგიონულ პლატფორმას წარმოადგენს.

ოფიციალურ შეხვედრებამდე თავდაცვის მინისტრმა ბაქოში, „საპატიო ხეივანში“ პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, აკადემიკოს ზარიფა ალიევას საფლავები. დელეგაციის თანხლებით ირაკლი ჩიქოვანმა ასევე, ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალის კომპლექსი და „მარადიული ცეცხლის“ მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია