შალვა პაპუაშვილი თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის პირველი ნაკადის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში საქმიანობენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის მხარდამჭერია და შესაბამისად, სკოლის პირველი ნაკადის შეხვედრების სერია შალვა პაპუაშვილთან შეხვედრით გაიხსნა.

მათივე ცნობით, დისკუსიის თემა იყო ,,რეფორმები, ბიზნესი და პარლამენტი".

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საჯარო სექტორზე, საჯარო მმართველობაზე, მნიშვნელოვანია იყოს კომუნიკაცია არა მხოლოდ ფორმალურ დონეზე - სისტემებით და წერილებით, არამედ ურთიერთობის ქსელით, რომელიც ყოველთვის ყველა სისტემაში აადვილებს ინფორმაციის გაცვლას, თანამშრომლობას და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. ამიტომ, ასეთი სახის პროექტები, რომელიც ამ ქსელს აძლიერებს, ერთმანეთთან კომუნიკაციას უადვილებს და ფორმალურის მიღმა არაფორმალურ კომუნიკაციასაც ამყარებს, მხოლოდ მისასალმებელია და მიხარია, რომ შესაძლებლობა მაქვს ამ პროექტის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ეროვნულ მიზნებზე და ამოცანებზე საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას, რომელიც ჯერ კიდევ ტრანსფორმაციის პერიოდს გადის, ეკონომიკურად გარკვეული დონის მიღწევა სჭირდება.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და ამისკენაა მიმართული ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი ის გადაწყვეტილებები, რომელსაც პარლამენტი მთავრობასთან ერთად იღებს. თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ბოლო პერიოდში, ეკონომიკური ზრდის მიხედვით, ლიდერი ვართ არამარტო რეგიონში, არამედ ევროკავშირთან შედარებითაც", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თანმხლებ გამოწვევებზე.

როგორც მან აღნიშნა, ასოცირების შეთანხმების 55 პროცენტი უკვე შესრულებულია და ამ კუთხით საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით წინ არის.

„პარლამენტი ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუციაა, რომელიც ამ რეგულაციების შესრულებაზე ზრუნავს საკანონმდებლო დონეზე, თუმცა შემდეგ უკვე სამინისტროები, კანონქვემდებარე აქტების დონეზე, მიჰყვებიან ამ პროცესს იმისთვის, რომ ყველა ეს რეგულაცია დაინერგოს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის თბილისის საჯარო მმართველობის სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რომელსაც მოდერაციას Business Insider Georgia-ს და Economic Forum-ის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი უწევდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სასწავლი კურსის მიზანია საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით. კურსი მოიცავს ექვს თემას და თითოეული თემის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოს მაღალი რანგის თანამდებობის პირები და კერძო სექტორის წამყვანი კომპანიების ბიზნეს ლიდერები.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს