გიორგი რუხაძე - ზეიმი, რომელიც „ოცნების“ პროპაგანდას აქვს, ციფრებს არ ეყრდნობა - ზარქუას და დანარჩენებს ვეუბნები: ბატონებო, თქვენ რომ „გლობალური ომის პარტიას ეძახით“, სწორედ ისინი არიან კვლავაც სათავეში

ევროპარლამენტში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ზეიმი, რომელიც „ქართული ოცნების“ პროპაგანდას აქვს გამართული, ციფრებს არ ეყრდნობა , - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი რუხაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საკუთარ თავს ევროპარლამენტში მყოფ ულტრამემარჯვენეებთან და „მოფაშისტო ელემენტებთან“ აიგივებს.

„ლე პენმა მოიგო, ორბანმა წააგო, ვიღაცამ ცოტა მეტი აიღო, ვიღაცამ ცოტა ნაკლები, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია დიდ სურათს შევხედოთ, დიდი სურათი კი ასეთია: გაიმარჯვა გაერთიანებულმა ევროპამ, გაიმარჯვა ევროპის გაფართოებამ. ის პოლიტიკური ძალები, რომელიც აქამდე იყვნენ ევროპის პოლიტიკის სათავეში, კვლავ რჩებიან. ბატონ ზარქუას და დანარჩენებს ვეუბნები: ბატონებო, თქვენ რომ გლობალური ომის პარტიას ეძახით, სწორედ ისინი არიან კვლავაც სათავეში. შესაბამისად, მათთან მოგიწევთ ურთიერთობის გარკვევა. აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლილა“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

გიორგი რუხაძის განცხადებით, არ შეიძლება გინდოდეს ევროკავშირში შესვლა და თან იმ ხალხს აღიქვამდე მოკავშირედ, რომელიც ამბობს, რომ „ჩვენ არ გვინდა ევროკავშირი საერთოდ რომ არსებობდეს“.

„თქვან, რომ აღარ მივდივართ ევროკავშირის მიმართულებით და მაშინ ყველაფერი გასაგები იქნება. ამის გამბედაობა უნდა ეყოს „ქართულ ოცნებას“ და პირდაპირ თქვას. ვითომ ისევ სადმე მიდის და ვითომ გლობალური პარტია ებრძვის ბიძინა ივანიშვილს, ეს ორი რაღაც ერთად არ გამოდის.

ევროპარლამენტში არსებობს ასეთი ფრაქცია, „იდენტობა და დემოკრატია“, რომელშიც მოფაშისტო-მემარჯვენე ელემენტები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ არ გვინდა ევროკავშირი. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ხალხი არის ჩვენი მოკავშირეო. როგორ შეიძლება გინდოდეს ევროკავშირში შესვლა და იმ ხალხს აღიქვამდე მოკავშირედ, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ არ გვინდა ევროკავშირი საერთოდ რომ არსებობდეს. გადაწყვიტეთ, ან ულტრამემარჯვენეებს უნდა ემეგობროთ, ან ევროკავშირს. თუ ევროკავშირი გინდათ, შეეშვით ამ ხალხს და სხვა პარტნიორი ეძებეთ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ სხვა პარტნიორი არ გყავთ და ვერც გეყოლებათ“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია