სალომე სამადაშვილი - კობახიძის უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა სიგნალია, რომ დასავლეთს ბოლომდე არ ჩაეხსნან - როგორც ჩანს, ივანიშვილს ეშინია მათი ბოლომდე გაუცხოების

კობახიძის უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა სიგნალია, რომ დასავლეთს ბოლომდე არ ჩაეხსნან - როგორც ჩანს, ივანიშვილს ეშინია მათი ბოლომდე გაუცხოების , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში განაცხადა“, რითაც უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ კითხვას.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს, მიუხედავად მისი განცხადებებისა, რომლებშიც დასავლეთი მტრად გამოაცხადა, კარგად ესმის თუ რა დიდ დისკომფორტს შეუქმნის ის, რომ დასავლეთმა სრული ძალებით წნეხის ქვეშ მოაქციოს.

„არ ვიცი ბიძინა ივანიშვილს როგორ წარმოედგინა, მაგრამ როგორც ჩანს, ის მიხვდა, რომ დასავლეთი არ აპირებს, მშვიდად უყუროს, როგორ გადააბარებს ივანიშვილი საქართველოს რუსეთს. ამისი ძალიან ნათელი გზავნილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაანონსებული სანქციების პოლიტიკა და გაფრთხილება, რომ მომავალში სხვა ნაბიჯებიც მომზადებულია. ის პროცესი, რაც დღეს აშშ-ში მიდის, ივანიშვილის რეჟიმის საკანონმდებლო დონეზე დასანქცირება, რაც აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ერთობლივად გააკეთეს... ვფიქრობ, ივანიშვილს, საბოლოო ჯამში, მიუხედავად თავისი განცხადებებისა, როდესაც დასავლეთი მტრად გამოაცხადა, კარგად ესმის თუ რა დიდ დისკომფორტს შეუქმნის ის, რომ დასავლეთმა სრული ძალებით წნეხის ქვეშ მოაქციოს. ეს მხოლოდ მისთვის, რადგან მას, რა თქმა უნდა, არ აინტერესებს კობახიძე და არავინ სხვა. ამ ხალხმა ხვალ რომ აღარ იარსებოს, არ აინტერესებს, თუ საკითხი პირადად არ ეხება. კობახიძის უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა ამის სიგნალია, რომ დასავლეთს ბოლომდე არ ჩაეხსნან. როგორც ჩანს, ივანიშვილს ეშინია მათი ბოლომდე გაუცხოების. უკრაინის დახმარების კონფერენციაზე ჩასვლა ვერ შეცვლის იმ დამოკიდებულებას, რაც დღეს დასავლეთს ივანიშვილის რეჟიმის მიმართ აქვს. მას გასაგებად უთხრეს, რა არის მათი მოლოდინი და ეს იგივეა, რაც ქართველი ხალხის მოლოდინი - ქართველ ხალხს მიეცემა შესაძლებლობა, ხელისუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით აირჩიოს. ხელისუფლებისთვის შემდეგი ნიშნული არჩევნები იქნება. არჩევნებზე აუცილებლად გაიმარჯვებს პროევროპული კოალიცია, ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია