ალუდა ღუდუშაური - ემანუელ მაკრონის პოლიტიკა არის პირდაპირ კრახი - ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს რეალობას და უპირველეს ყოვლისა ევროპის პოლიტიკის შემქმნელებმა

ემანუელ მაკრონის პოლიტიკა არის პირდაპირ კრახი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ევროპარლამენტის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ამომრჩეველმა ემანუელ მაკრონს უარი უთხრა.

„საფრანგეთის რუკას თუ გადავხედავთ, ხმების კუთხით იქ კატასტროფული მდგომარეობაა. პარიზში პრაქტიკულად ოდნავაა ნიშანი იმისა, რომ მაკრონის ხაზი იყოს მბჟუტავი. დანარჩენ ყველა ქალაქში თუ კომუნაში კატასტროფული მდგომარეობაა. მისი პოლიტიკა არის პირდაპირ კრახი, რადგან [ამომრჩევლებმა] პირდაპირ უთხრეს უარი“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

როგორც ალუდა ღუდუშაურმა გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ულტრალიბერალური ხაზი, რომელიც ევროპაში დომინირებდა, მთელ რიგ ქვეყნებში იქნა ფუნდამენტურად შეცვლილი.

„ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს რეალობას და უპირველეს ყოვლისა ევროპის პოლიტიკის შემქმნელებმა. როგორც ჩანს, მათ გარკვეულწილად ევროპის მოსახლეობის პულსიდან ხელი აიღეს. მივიღეთ ის სურათი, რომ ულტრალიბერალური ხაზი, რომელიც დომინირებდა, მთელ რიგ ქვეყნებში იქნა ფუნდამენტურად შეცვლილი. საფრანგეთში ბატონ მაკრონს მოუწია რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. რიგგარეშე არჩევნები არ არის ჩვეულებრივი და ბუნებრივი პროცესი. ეს არის პროცესი, როდესაც ლეგიტიმურობა დგას ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის