მიხეილ სარჯველაძე სისხლის ბანკების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე სისხლის ბანკების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა, „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონზე ისაუბრეს, რომელიც სრულად 2025 წლიდან ამოქმედდება.

„სხვა ცვლილებებთან ერთად, ახალი კანონმდებლობით, სისხლის დონაცია, უანგარობის პრინციპს დაეფუძნება. მთავარი მიზანი კი, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო სისხლის სისტემის უზრუნველყოფა და კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანაა, რისი ვალდებულებაც საქართველოს, ასოცირების შეთანხმებით აქვს.

შეხვედრაზე, დარგში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობა რათა, პაციენტთა უფლებები და უსაფრთხოება იყოს დაცული.

სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მისასალმებელია უანგარო დონაციის პრინციპის ამოქმედება. მათი განმარტებით, მნიშვნელოვანია პროცესში, როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორის, ისე - მოქალაქეების აქტიური ჩართულობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა ადამია და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს