ანა ბუჩუკური - „ოცნებას“ ვურჩევდი, შეეშვას საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტობანას თამაშს - ევროპული პოლიტიკა და კონფიგურაცია არ შეცვლილა

„ოცნებას“ ვურჩევდი, შეეშვას საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტობანას თამაშს - ევროპული პოლიტიკა და კონფიგურაცია არ შეცვლილა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, „ქართულ ოცნებას“ კვლავ „გლობალური ომის პარტიასთან“ მოუწევს ურთიერთობა.

„საბოლოო ჯამში, ევროპარლამენტის პოლიტიკა და კონფიგურაცია არ შეცვლილა. ევროპული პოლიტიკა კვლავ ისეთი დარჩა როგორიც არის. ძალიან მეცინება ხოლმე... „ოცნებას“ ახლა მთავარი საერთაშორისო ანალიტიკოსი ზარქუა ჰყავს, ხომ? ძალიან ღიმილისმომგვრელია. "ოცნებას" ვურჩევდი, რომ შეეშვას საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტობანას თამაშს. ევროპული პოლიტიკა არ შეცვლილა, კონფიგურაცია იგივეა. EPP ["ევროპის სახალხო პარტია“] კვლავ არის ყველაზე დიდი ზომის პარტია, სოცდეკები [სოციალისტებისა“ და „დემოკრატების“ (S&D)ბლოკი] კვლავ მეორე ადგილზე არიან. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორბანის პარტიამ წააგო. საბოლოო ჯამში, "ქართულ ოცნებას" კვლავ "გლობალური ომის პარტიასთან" მოუწევს ურთიერთობა," - განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა. მედიის ინფორმაციით, მეორე ადგილზეა „სოციალისტებისა“ და „დემოკრატების“ (S&D) ბლოკი 139 მანდატით. ლიბერალურმა „ევროპულმა განახლებამ“ 22 ადგილი დაკარგა, „მწვანეებმა“ კი 20 და არჩევნებში 80 და 52 მანდატი მოიპოვეს. მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფები „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR) და “იდენტობა და დემოკრატია” (ID) - 73 და 58 მანდატი. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ჯგუფს დაუჭერს მხარს 95 დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება