ბექა ოდიშარია - ერთადერთი უნიკალური ქვეყანა ვართ, სადაც გამჭვირვალობის სახელით მოქმედი არასამთავრობო გამჭვირვალობის კანონს ებრძვის

როგორ შეიძლება გამოაცხადო გამჭვირვალობა ანტიდასავლურად? ვხედავთ სიბნელეს და სიყრუეს ეკა გიგაურის და, საერთოდ, ვფიქრობ, ერთადერთი უნიკალური ქვეყანა ვართ, სადაც გამჭვირვალობის სახელით მოქმედი არასამთავრობო ებრძვის გამჭვირვალობის კანონის მოქმედებას, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც ბექა ოდიშარია აღნიშნავს, ქვეყანა მზადაა იმისთვის, რომ თუნდაც დღესვე ჩაუტარონ ტესტი იმის გასარკვევად, გადაუხვია თუ არა ევროპული მისწრაფებებიდან.

„მოდით, დღესვე მიგვიღონ ევროკავშირში და ჩაგვიტარონ ტესტი, გადავუხვიეთ თუ არა ჩვენ ევროპული მისწრაფებებიდან და ევროატლანტიკური ზრახვებისაგან. როგორ შეიძლება გამოაცხადო გამჭვირვალობა ანტიდასავლურად? მგონია ერთადერთი უნიკალური ქვეყანა ვართ, სადაც გამჭვირვალობის სახელით მოქმედი არასამთავრობო ებრძვის გამჭვირვალობის კანონის მოქმედებას. არის ორი დაპირისპირებული რაღაც პოლუსი, რომელიც ერთი ცამდე მართალია და მეორე არის აბსოლუტურად მტყუანი, მაგრამ ფიქრობენ, რომ ძალა აღმართს ხნავს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება