თეონა აქუბარდია - ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე ბერლინში მოისმენს იმ სავარაუდო დღის წესრიგს, რომელიც დასავლეთში ახლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მწიფდება და აქედან გამომდინარე გააგრძელებს ქმედებებს ბიძინა ივანიშვილი

ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე ბერლინში მოისმენს იმ სავარაუდო დღის წესრიგს, რომელიც დასავლეთში ახლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მწიფდება - ის ამ კონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილის კურიერი იქნება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბერლინში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ სანქციები რეალურია და მას ეს კონფერენცია დამატებით ვითარების გასარკვევად სჭირდება და არა იმისთვის, რომ ან უკრაინას დაუჭიროს მხარი, ან საქართველოს რამე შემატოს.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ირაკლი კობახიძის არც სიტყვას და არც პოზიციას დასავლეთში ფასი არ აქვს და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა არა მხოლოდ სანქციების პაკეტით, არამედ, მათ შორის, საფრანგეთის და ამერიკის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებით.

ირაკლი კობახიძე ბერლინში ნამდვილად არ მიდის უკრაინის აღდგენის სულისკვეთებით, მით უფრო, იმ ფონზე როდესაც მან ერთი თვის წინ, უარი განაცხადა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ვიზიტზე. ეს ვფიქრობ, უფრო იქნება შესაძლებლობა ივანიშვილისთვის, რომ მოისმინოს დასავლეთის პოზიციები. ეს ვიზიტი და ის, რომ ის თანახმაა ამ ვიზიტის განხორციელების, უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც აქამდე არ ელოდებოდა სანქციებს. მიხვდა, რომ ეს სანქციები უკვე ადგილზეა და ვფიქრობ, რომ ეს დამატებით, ვითარების გასარკვევად სჭირდება მას და არა იმისთვის რომ, ან უკრაინას დაუჭიროს მხარი, ან საქართველოს რამე შემატოს.

შეერთებული შტატების სანქციები რომ შეერთებული შტატების სანქციებით არ დასრულდება, ძალიან კარგად იციან. ეს რომ დომინოს პრინციპით გავრცელდება სრულიად დასავლეთში ძალიან კარგად იციან, ამიტომ ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე მოისმენს იმ სავარაუდო დღის წესრიგს, რომელიც დასავლეთში ახლა მწიფდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე, გააგრძელებს ქმედებებს ბიძინა ივანიშვილი. ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე ამ კონფერენციაზე მხოლოდ კურიერი იქნება ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც როგორც ჩანს, დამატებითი ინფორმაცია დასჭირდა იმისთვის, რომ კარგად ჩამოყალიბდეს რა ბედი ელის მას და მის ფინანსებს," - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024), რომელიც 11-12 ივნისს ბერლინში გაიმართება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში