რუსეთმა და ბელარუსმა ტაქტიკური ბირთვული წვრთნების მეორე ეტაპი დაიწყეს

რუსეთმა და ბელარუსმა ტაქტიკური ბირთვული წვრთნების მეორე ეტაპი დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„წვრთნების დროს არასტრატეგიული ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ერთობლივი წვრთნების საკითხები შემუშავდება“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბირთვული წვრთნების მიზანს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად შეიარაღებული ძალებისა და აღჭურვილობის მზადყოფნის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ცნობისთვის, წვრთნების პირველი ეტაპი 21 მაისს დაიწყო და იგი ვლადიმერ პუტინის ბრძანებით ტარდება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს