ზუკა ბერძენიშვილი - შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა

შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა, - ამის შესახებ აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რითაც მასზე თავდასხმას გამოეხმაურა.

„შენ თუ თავში არ გესროლოო მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ჰყოფნიდა რასაც შვრებოდა და ზევიდან ფანტაზიორობდა“, - წერს ზუკა ბერძენიშვილი.

შვილის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, რომლის თქმითაც მალე ყველა „მწარედ დაისჯება“. მისივე განცხადებით, პასუხი პაპუაშვილსაც მოეთხოვება, „სახელით და გვარით რომ ახსენა ამ დილით ზუკა და მიუსიეს ზონდერები“.

„ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი, ბიძინა ივანიშვილი დაისჯება, სულ მალე“,- წერს დავით ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი სცემეს, რის შესახებაც ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

„ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ „აღშფოთებული მოქალაქეები“ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ, უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ“, - წერს ნიკოლეიშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება