გიორგი ამილახვარმა კონფერენცია „საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია“ გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია სახელწოდებით „საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია“ გახსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

გიორგი ამილახვარმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ დელეგაციას მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და არაერთი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისთვის. მისი თქმით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის უდიდეს როლს ასრულებს საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საქმეში.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ხუთი მილიონი დოლარის ღირებულების ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის მიმდინარეობაზე, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, 2023 წელს დადებული მემორანდუმის საფუძველზე, 4 წლით გაგრძელდა. პროექტის ფარგლებში SDSU Georgia-მ 90-მდე სტუდენტი მიიღო სამ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე: კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერია და სამოქალაქო ინჟინერია.

აღნიშნული პროგრამები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა უილიამ ტონგმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ჰალა მადანატმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა სკოლის დეკანმა ჯეფრი რობერტსმა, თბილისის სახელმწიფო, ილიას სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების რექტორებმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში