ლაშა ფარულავა - სუს-ი ივანიშვილის რეჟიმის კონტროლქვეშაა - მათი მხრიდან არაერთი სისულელე და ბოდვა მოგვისმენია ე.წ. რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით, მათი ანგარიშის მოსმენას არ დავესწრებით

სუს-ის მხრიდან არაერთი სისულელე და ბოდვა მოგვისმენია ე.წ. რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით, ამიტომ არ გვაქვს არანაირი მოლოდინი, რომ რამე საინტერესო ეწერება მათ ანგარიშში, შესაბამისად, მოსმენას არ დავესწრებით. სუს-ი ივანიშვილის რეჟიმის კონტროლ ქვეშაა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე შეფასებით, არანაირი მოლოდინი არ აქვთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში რამე მნიშვნელოვანი ეწერება და ამ მიზეზით, ანგარიშის მოსმენას არ დაესწრებიან.

„სახელმწიფო უსაფრთხოების მხრიდან არაერთი სისულელე და ბოდვა მოგვისმენია ე.წ. რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით, ამიტომ მოლოდინი იმის, რომ რაიმე ეწერება მათ ანგარიშში, ჩვენ არ გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ არ დავესწრებით ანგარიშის მოსმენას, ვინაიდან სახელმწიფო უსაფრთხოება თავიდან ბოლომდე ივანიშვილის რეჟიმის კონტროლს ქვეშაა, ამიტომ მათი მხრიდან, ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რადგან რუსული კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ ეროვნულ ინტერესებს უღალატა“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც პარტია “ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო