შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, მომავალი მოწვევის პარლამენტის რეგლამენტში ბოიკოტის საკითხი უფრო ცალსახად გაიწეროს და არ იყოს საფუძველი, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ხელფასი სამსახურში სიარულის გარეშე აიღოს

მნიშვნელოვანია, მომავალი მოწვევის პარლამენტის რეგლამენტში ბოიკოტის საკითხი უფრო ცალსახად გაიწეროს და არ იყოს საფუძველი, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ხელფასი სამსახურში სიარულის გარეშე აიღოს, - ამ განცხადებით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მიმდინარე კვირის პლენარული სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადების გადაწყვეტილებას.

როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ოპოზიცია პოლიტიკურ ბოიკოტს არდადეგებისთვის იყენებს.

“ბოიკოტი იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას სამსახურში სიარული ეზარება და ამიტომ დაწეროს, რომ არ მოდის, ან ვიღაც არ მოსწონს ან რაღაც არ მოსწონს ან ცუდ ხასიათზეა ან რაღაც პოლიტიკური მიზეზები აქვს. ბოიკოტი გულისხმობს განსახილველი საკითხის გამო სხდომაზე არდასწრებას. თავისი არსით ეს უნდა გულისხმობდეს პლენარული სხდომის რაღაც მონაკვეთზე არდასწრებას, როდესაც ეს საკითხი განიხილება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს