გია ვოლსკი - ნუ ამბობთ ეგრე, რომ შალვა პაპუაშვილმა თავისი განცხადებით ვიღაცას რაღაცაზე მიუთითა - ძალადობა წარმოშობს ძალადობას და ამის წყარო იმ ადამიანთა ჯგუფია, რომელშიც მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილია გაერთიანებული

ნუ ამბობთ ეგრე, რომ შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა [განცხადება] და ამით ვიღაცას რაღაცაზე მიუთითა - ძალადობა წარმოშობს ძალადობას და ძალადობის წყარო არის იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია, მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, „ძალადობა ვისზეც არ უნდა იყოს, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს, არის დასაგმობი და ასალაგმი“.

„ეს [ზუკა ბერძენიშვილი] კიდევ მეორე მეათეხარისხოვანი მონაწილეა ამ სტრატეგიის. ეს არის კარგად დაგეგმილი, შეიძლება არც იცის თავად ზუკამ, ან ნებისმიერმა სხვამ, ვინც ამაშია ჩართული. ასეთი უწმაწური გინება და ადამიანებზე ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა, როგორც ამ ჯგუფს აქვს დაგეგმილი და განხორციელებული, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

მისივე თქმით, შალვა პაპუაშვილის განცხადებიდან ერთ საათში ზუკა ბერძენიშვილს საცხოვრებელ სახლთან სამი თავდამსხმელი დახვდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე