საფრანგეთის ოპოზიციურმა მემარცხენე პარტიებმა პირობა დადეს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ითანამშრომლებენ და საერთო კანდიდატებს წარადგენენ

საფრანგეთის ოპოზიციურმა მემარცხენე პარტიებმა პირობა დადეს, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებისთვის ითანამშრომლებენ და საერთო კანდიდატებს წარადგენენ.

საფრანგეთის ოპოზიციური მემარცხენე პარტიების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამშრომლობის მიზანს მთავრობისთვის და მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა წარმოადგენს.

„ისტორიაში არის მომენტები, რომელთა გამოტოვებაც არ შეიძლება. აუცილებელია მოქმედება, ელექტროშოკი და პირველი ნაბიჯი ეს გაერთიანება იქნება“, - განაცხადა „მწვანეთა“ ლიდერმა, იანიკ ჟადომ.

მემარცხენე პარტიებმა თავიანთი კანდიდატები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა დაასახელონ, თუმცა მათ შეთანხმება ჯერჯერობით არ მიუღწევიათ.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. მაკრონმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი დაამარცხა. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს ჩატარდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება