ივანე ჩხაიძე - გრიპის შემთხვევების მატების გამო კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია - ქვეყანაში ყივანახველის მკვეთრი მატებაც ფიქსირდება

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის და მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონური პერიოდი გახანგრძლივებულია.

მისივე თქმით, გრიპის შემთხვევების მატების გამო კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია.

„ნამდვილად განსხვავებული წელია. თუ ჩვენ პრეპანდემიურ პერიოდს შევადარებთ, საქართველოში ივნისის თვეში გრიპის შემთხვევები დაფიქსირებული იმ რაოდენობით არასოდეს არ ყოფილა, რა რაოდენობითაც ახლაა. თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკას 14%, 16%, 18%, ბოლო კვირების განმავლობაში ასეთია გრიპის ხვედრითი წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში. რაც იმას ნიშნავს, რომ გრიპის და მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონური პერიოდი არის გახანგრძლივებული. როცა სეზონზე ვსაუბრობთ, ჩვენ მხედველობაში გვაქვს, ამ შემთხვევების ნოემბერში დაწყება და მარტის ბოლო, მაქსიმუმ აპრილამდე გრიპის და სხვა მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების აქტიურობის პერიოდი. თუმცა ახლა მაისშიც და ივნისშიც გრიპის შემთხვევები გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით მომართვიანობაც კლინიკებშიც მაღალია, ასევე, მომართვიანობა პირველადი ჯანდაცვის კოვიდდაწესებულებებშიც მაღალია და მომართვიანობის უკან დგას უჩვეულო ვირუსები, არა რინოვირუსი, რომელიც ახლა ყველაზე მეტია, [არამედ] გრიპის ვირუსის არსებობა არის უჩვეულო, რა თქმა უნდა, ამის უკან დგას პანდემია“, - განაცხადა ჩხაიძემ და დასძინა, რომ „ზამთრის პერიოდში უპირატესი A ტიპის გრიპის ვირუსი იყო, ხოლო მარტი-აპრილის განმავლობაში და მაისის დასაწყისში მხოლოდ B ტიპის ვირუსი იყო, ახლა როგორც A ისე B ტიპის ვირუსი აღინიშნება“.

ამასთან, ჩხაიძის განმარტებით, ქვეყანაში ყივანახველის მკვეთრი მატებაც ფიქსირდება.

„ყივანახველის მკვეთრი მატებაა. თუ 2023 წელს ყივანახველას სულ 117 შემთხვევა იყო, 2024 წლის ბოლო მონაცემებით (ამ ეტაპზე, 11 ივნისისთვის) 687 შემთხვევა ყივანახველას გვაქვს. გაზრდილი რაოდენობის ერთ-ერთი მიზეზი არის ჩავარდნილი ვაქცინაციის შედეგი, პანდემიის 2-3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრმა მშობელმა გადაწყვიტა ვაქცინაციისაგან თავი შეეკავებინა“, - აღნიშნა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირა“-ში.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ