ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ქვეყნის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დენისა საკოვა, ფინანსთა მინისტრი ლადისლავ კამენიცკი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პიტერ კაჟიმირი, „ექსიმ ბანკის“ გენერალურ დირექტორი რასტისცლავ პოდჰორეცი, სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მატუშ ბუშოვსკი.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო მიმართულებით ურთიერთობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ლაშა ხუციშვილმა სლოვაკეთის დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხდა, სლოვაკეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. მან დელეგაციის წევრებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები გააცნო.

მათივე ინფორმაციით, სტუმრებმა ხაზი საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პარტნიორობის დიდ პოტენციალს გაუსვეს და მზადყოფნა გამოთქვეს, გააგრძელონ ძალისხმევა ამ ურთიერთობების გასაძლიერებლად.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის