პარლამენტის პლენარულ სხდომის გახსნას 15:00 საათისთვის შეეცდებიან - სწორედ ამ დროისთვის დაინიშნა ხელახალი, რიგით მესამე რეგისტრაცია

პარლამენტის პლენარულ სხდომის გახსნას 15:00 საათისთვის შეეცდებიან - სწორედ ამ დროისთვის დაინიშნა ხელახალი, რიგით მესამე რეგისტრაცია.

12:00 საათისთვის დანიშნული პარლამენტის სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიხსნა. რეგისტრაცია თავდაპირველად 71-მა დეპუტატმა გაიარა. ამის შემდეგ განმეორებითი რეგისტრაცია ჩატარდა, რა დროსაც ტაბლოზე 73 დეპუტატი დაფიქსირდა. პლენარული სხდომის გახსნას კი, სულ მცირე 76 დეპუტატის რეგისტრაცია სჭირდება.

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ოპოზიციიდან „გირჩის“ დეპუტატები და ასევე, თეონა აქუბარდია და ტარიელ ნაკაიძე იმყოფებოდნენ, რომელთაც რეგისტრაცია არ გაიარეს. დეპუტატ თეონა აქუბარდიას ინფორმაციით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებისა და „სოციალ - დემოკრატების“ ჩათვლით სულ 62 დეპუტატი იმყოფება და არა 73, რაც ტაბლოზე დაფიქსირდა.

„სხდომათა დარბაზში ფიზიკურად არ იმყოფებოდნენ კახა კახიშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, დიმიტრი სამხარაძე, თუმცა ჩავარდნილი რეგისტრაციის შედეგების თანახმად, მათ რეგისტრაცია გავლილი აქვთ. მიდის სხვა დეპუტატების გადამოწმება იმ კადრების მიხედვით, რომელიც სასესიო დარბაზში დღეს მედიამ გადაიღო“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება