ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას Patriot-ის კიდევ მინიმუმ შვიდი სისტემა სჭირდება

რუსეთის თავდასხმებისგან ძირითადი ურბანული აგლომერაციების დასაცავად საჭიროა Patriot-ის შვიდი სისტემა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ბერლინში მიმდინარეობს.

მისი თქმით, უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი რუსული რაკეტისა და დრონის განადგურება შეუძლიათ.

„უკრაინისთვის შავი ზღვა მოვიგეთ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების წყალობით შეგვიძლია გავანადგუროთ ნებისმიერი რუსული რაკეტა და დრონი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, ახლა რუსეთს უპირატესობა ცაში აქვს.

„ამჟამად, რუსეთის ყველაზე დიდი სტრატეგიული უპირატესობა უკრაინასთან არის უპირატესობა ცაში, ეს არის რაკეტისა და ბომბის ტერორი, რომელიც ეხმარება რუსულ ჯარებს წინსვლაში, ხოლო რუსულ სიძულვილს უკრაინელების სიცოცხლის განადგურებაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მტერი უკრაინის ტერიტორიაზე ყოველდღიურად ასამდე მართვად ბომბს ყრის.

„კვირა - 80 საჰაერო დარტყმა, ორშაბათი - 95 მართვადი ბომბი. ეს არის გიჟური დესტრუქციული ზეწოლა. პლუს რაკეტები. პლუს თავდასხმის დრონები“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსულ ტერორზე პასუხი უნდა იყოს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც უკრაინას პარტნიორებმა უნდა გადასცენ.

„ჩვენ გვჭირდება Patriot-ის მინიმუმ კიდევ 7 სისტემა, რათა უახლოეს მომავალში დაიხუროს ჩვენი მთავარი ურბანული აგლომერაციები და ეს იქნება მამოძრავებელი ძალა უკრაინაში ნორმალური ცხოვრების შესანარჩუნებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს