შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას - სამარცხვინო ტყუილები ისმოდა თქვენგან - არ გრცხვენიათ? - როცა თქვენს კოლეგებს კეფაში ტყვიით ემუქრებოდნენ, ტაშს უკრავდით, ამას დაუფიქრდით!

სამარცხვინო... სამარცხვინო ტყუილები, რომელიც თქვენგან ისმოდა. რა მოწოდებაზე საუბრობთ, არ გრცხვენიათ? კონკრეტულად ეს ადამიანი, ორგანიზაცია „სირცხვილია“, „jamnews", თქვენს კოლეგებს, როცა კეფაში ტყვიით ემუქრებოდნენ თქვენ ტაშს უკრავდით, ამას დაუფიქრდით!- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელმაც დეპუტატ თეონა აქუბარდიას მიმართა.

მისი შეფასებით, კონკრეტული ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და პარლამენტის წევრებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ევროკავშირი ან შესაბამისი ფონდი მათ არ გამიჯვნიათ.

„jamnews"-ის ჟურნალისტი დეპუტატებს, საჯაროდ, კეფაში ტყვიით ემუქრებოდა, „სირცხვილიას“ 2 თანამშრომელი, რომლებიც პარლამენტის წვერებს ურეკავდნენ და მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, „გრასის“ თუ „factcheck"-ის თანამშრომელი, რომელიც თავს დაესხა პარლამენტის წვერს და შეურაცხყოფას აყენებდა მას, ვერანაირი განცხადება ვერ ვნახე ამ ძალადობისგან გამიჯვნის. რამდენი ხანია ველი, რომ ევროკავშირის შესაბამისი ფონდი ან ქვეყანა, რომელიც ამ ფონდში ფულს რიცხავს, თუ ევროკავშირის კომისია რომელიც თავად აფინანსებს ამ ფონდს, ვერცერთი განცხადება ვერ ვნახე ამ ტერორისა და ძალადობის გამიჯვნისა. როდესაც დავინახავთ, რომ უცხოური დაფინანსების მოქმედი ორგანიზაციები არიან ორგანიზატორები ტერორისა, ზიზღის ენისა და შეურაცხყოფისა, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ვამხელთ.

ქალბატონმა თეონამ, რაც იკადრა ტყუილი, მანიპულაცია და დაკავშირება მისგან გასაკვირი არ არის ამას, მიჩვეული ვართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს