თეონა აქუბარდია შალვა პაპუაშვილს - ახალგაზრდების სისხლში გაქვთ ხელი გათხვრილი, იმიტომ, რომ თქვენი მოწოდების შემდეგ ერთ საათში „ზონდერები“ თავს დაესხნენ ზუკა ბერძენიშვილს

ამ ტერორზე, რომელიც თქვენ მოაწყვეთ, აუცილებლად იქნება შესაბამისი პასუხი გაცემული და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მოხდება. უბრალოდ, ახალგაზრდა კაცმა ამ სინდისით უნდა იაროთ, რომ ახალგაზრდების სისხლში თქვენ პირადად გაქვთ ხელი გათხვრილი, იმიტომ, რომ თქვენი მოწოდების შემდეგ ერთ საათში "ზონდერები" დაესხნენ ზუკა ბერძენიშვილს თავს, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.

მისი თქმით, სწორედ იმიტომ არის ხელისუფლების მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რუსული, რომ რუსულ მეთოდებს იყენებენ ახალგაზრდების წინააღმდეგ.

„ყველაზე დიდი უბედურება, რომლის სათქმელადაც აქ შემოვედი, არის ის ტერორი, რომელიც თქვენი განცხადებიდან ერთ საათში ზუკა ბერძენიშვილთან დაკავშირებით მოხდა. თქვენი განცხადება, რომელიც მინიმუმ არის წახალისება ახალგაზრდა კაცის ზურგიდან მიპარვით ცემის და არის წახალისება, რომელიც თქვენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოაცხადეთ. რაც არ უნდა იძახოთ ახლა აქ, რომ სანქციების არ გეშინიათ, ამ ქვეყანას რასაც მოუტანთ და რაც უკვე მოუტანეთ, ეს ძალიან კარგად იცით თქვენ. მაშინ, როდესაც თქვენს განცხადებაში ლაპარაკობთ, რომ ტერორი, რადიკალიზმი და უბედურება დასავლეთიდან მოდის და თან მეორე მხრივ ამბობთ, რომ ღირსებით ვითომ ევროპისკენ მიდიხართ, ეს არის თქვენი ღირსება- ახალგაზრდა კაცს როდესაც თქვენი განცხადების შემდგომ, თქვენივე ორგანიზებული ჯგუფები ასე უსწორდებიან. მე მაინტერესებს, რას აპირებთ? ლექტორი კაცი ბრძანდებით, სულ რომ თავი დავანებოთ დეპუტატობას და პარლამენტის პირველ პირობას- ასე აპირებთ რომ საქართველო აცხოვროთ და განსხვავებული აზრის ადამიანები ასე უნდა სცემოთ და დაასახიჩროთ? მე მაინტერესებს თქვენ თუ გრძნობთ პირადად პასუხისმგებლობას, გასაგები, თქვენი დეპუტატები ამას რომ არ აღიარებენ, მაგრამ უმძიმესია ეს ამბავი და თქვენ ოდნავ სინდისი მაინც უნდა გაწუხებდეთ, როდესაც ასეთი რაღაც ხდება. გვიანონსებთ აქ ავტორიტარიზმს და ამბობთ, რომ თურმე იმიტომ, რომ თქვენი დეპუტატები წუხდებიან იმ შეფასებით, რომელიც მოქალაქეების უმეტესობას აქვთ, ამიტომ თქვენ ის ადამიანები უნდა დააკავოთ, ხულიგნობის მუხლით უნდა გაასამართლოთ, ჩამოართვათ მოგზაურობის უფლება და შემდგომ თქვენივე "ტიტუშკების" მეშვეობით უნდა აცემინოთ? სადამდე აპირებთ წასვლას, როცა უკვე სისხლში გაქვთ ხელები გასვრილი? ასე აპირებთ ამ ქვეყნის მართვას და ამ კეთილდღეობას ჰპირდებით ქართველ ხალხს? ეს ხომ არის ის წარსული, რომელიც არ გვინდა არავის რომ დაბრუნდეს. სწორედ ამიტომ არის ეს კანონი რუსული, რომ ასეთ რაღაცას აკეთებთ და რუსული მეთოდებით საკუთარ მოქალაქეებს უპირისპირდებით. მე თქვენს ადგილას ოდნავ მაინც სინანულს გამოვხატავდი, მიუხედავად იმისა, რომ ყალბი იქნება ის სინანული. იმისთვის, რომ მოღალატეს უწოდებენ თქვენს ერთ-ერთ თანაგუნდელს, ახალგაზრდა ქალს აკავებთ და პასუხისმგებლობას უპირისპირებთ, ეს მაშინ, როდესაც ასეთ ადამიანებს სცემენ, ურტყამენ თქვენივე დავალებით და ამაზე პოლიცია დუმს. ხომ ხედავთ, რომ ავტორიტარიზმში გინდათ გავიღვიძოთ და ეს რომ არ გამოგივათ, მე მინდა პირდაპირ თვალებში ჩაგხედოთ და ისე გითხრათ. არც თქვენი ტერორის არავის არ ეშინია და არც თქვენი კურსი არ იქნება მიღებული, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არასოდეს არ იქნება რუსეთი და რაც არ უნდა ავტორიტარიზმი დააანონსოთ თქვენ და ივანიშვილმა, საფრანგეთის პრეზიდენტი და ამერიკა რომ გეუბნებათ, რომ თქვენ დაშორდით ქართველ ხალხს, ეს არის მთავარი დიაგნოზი და აქ მთავრდება ყველაფერი“.- განაცხადა აქუბარდიამ.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი