იაგო ხვიჩია უმრავლესობას - თქვენი ფარული ლოცვა-კურთხევით ადამიანებს სცემენ - ჩემი მშობლები ყოველდღე ელოდებიან, რომ შეიძლება გამლახონ და საავადმყოფოში აღმოვჩნდე

თქვენი ლიდერები ხშირად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ტერორს ახდენენ, შეურაცხყოფას აყენებენ და აბულინგებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს - რეალურად კი თქვენი ფარული ლოცვა-კურთხევით ადამიანებს სცემენ, - ასე მიმართა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას.

ხვიჩიას თქმით, ამ მმართველობის დროს პროფესია პოლიტიკოსი და აქტივისტი ადამიანური ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დადგა.

„ჩემთვის ძალიან ცუდი მოსასმენი იყო, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „თქვენ ჯინაზე შემიძლია პარლამენტიც გავაუქმო, რადგან ცუდად იქცევითო“, თუმცა იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა.

ზუსტად იგივე ხდება ბოლო პერიოდის გავრცელებულ ნარატივთან დაკავშირებით, სადაც თქვენი ლიდერები ხშირად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ტერორს ახდენენ, შეურაცხყოფას აყენებენ და აბულინგებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს. მაშინ, როდესაც რეალურად თქვენი ფარული ლოცვა-კურთხევით ადამიანებს სცემენ. საუბარი სიტყვიერ ბულინგზე კი არ არის, არამედ ადამიანებს ფიზიკურად სცემენ - ასისხლიანებენ და საავადმყოფოში ხვდებიან. მაგალითად, ჩემი მშობლები ყოველდღე ელოდებიან, რომ შეიძლება გამლახონ და საავადმყოფოში აღმოვჩნდე. ანუ პროფესია პოლიტიკოსი და აქტივისტი ადამიანური ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დადგა თქვენი მმართველობის დროს. ამ დროს გამოდიხართ და ამბობთ, რომ თქვენ გაბულინგებენ, გინდათ რომ მსხვერპლი თქვენ გამოხვიდეთ და არა ის ხალხი, რომელიც დასისხლიანებულია საავადმყოფოში“ , - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ცილისწამებაა, რომ თითქოს რაღაც უმრავლესობის მხრიდან დაორგანიზდა.

„თითქოს რაღაც დაორგანიზებულია უმრავლესობის თუ ხელისუფლების მხრიდან - ეს ცილისწამებაა, რადგან თქვენ ამისი თქმის საფუძველი არ გაქვთ. პირიქით, რაც შეეხება ზიზღის, ძალადობისა და ტერორის კამპანიას უმრავლესობის წინააღმდეგ, აქ ხილულად ვიცით რაც ხდება.

ხილულად ვიცით, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, ამ ორგანიზაციის თანამშრომლები ღიად არიან დაკავებული ტერორით. როდესაც ადამიანს ემუქრები ტყვიით, ურეკავ, შეურაცხყოფას საჯაროდ აყენებ - ეს არის ზუსტად ტერორი. თქვენ ამაზე რომ არ გაქვთ რეაგირება გასაგებია, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ამას ხაზი გაესვას“, - უპასუხა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი