„აფლელუ პარიზის“ მხარდაჭერა საქართველოს - ფრანგულმა ოპტიკურმა ქსელმა სახელმწიფო დროშის სიმბოლიკით სათვალეების ლიმიტირებული კოლექცია შექმნა

Afflelou Paris-ის განსაკუთრებული მილოცვა საქართველოს - ფრანგულმა ოპტიკურმა ქსელმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშის სიმბოლიკით სათვალეების ლიმიტირებული კოლექცია შექმნა. სათვალის დიზაინი ერთი მხრივ, ხაზს უსვამს ბრენდის ერთგულებას დახვეწილი, მინიმალისტური სტილის მიმართ და მეორე მხრივ, გამოხატავს იმ ემოციასა და განწყობას, რამაც მთელი საქართველო მოიცვა 26 მარტს, ისტორიული გამარჯვების შემდეგ.

სათვალე უკვე მოირგეს ქართველმა ფეხბურთელებმა გიორგი გაგუამ და ოთო გოშაძემ, რომლებიც Afflelou Paris-ის ახალი კამპანიის სახეები გახდნენ.

ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად ახალი კოლექციის შექმნის იდეა თავად Afflelou Paris-ის ფრანგულ წარმომადგენლობას გაუჩნდა, როდესაც თბილისში საქართველო-საბერძნეთის მატჩს ესწრებოდნენ. Afflelou Paris-ის ქართული ფრანშიზის გენერალური მენეჯერი ანი გიგინეიშვილი განმარტავს, რომ სათავო ოფისმა აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოსახატად მიიღო.„26 მარტის ღამეს, როდესაც საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ბრენდის სათავო ოფისის წარმომადგენლებმა თავად იხილეს გულშემატკივრების ემოცია, რომელიც მთელს ქალაქს მოედო და დილამდე გრძელდებოდა. ამან იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა მათზე, რომ აქვე გადაწყვიტეს, ჩვენთვის განსაკუთრებულად მოელოცათ ეს მოვლენა. თავად შექმნეს ახალი, ლიმიტირებული ხაზის დიზაინი, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ 500 სათვალე დამზადდა და ამ ფორმით გვაგრძნობინეს, რომ ჩვენ გვერდით არიან და წარმატებას გვისურვებენ უმნიშვნელოვანეს საფეხბურთო ტურნირზე. სათვალე თავისი დიზაინიდან და ფორმიდან გამომდინარე უნივერსალურია და მოერგება როგორც ქალს, ისე მამაკაცს. მისი დახვეწილი დიზაინი ასევე საშუალებას მოგცემთ, აქსესუარი თამამად ატაროთ როგორც სტადიონზე, ისე სხვა ნებისმიერ ვითარებაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს კამპანიაში ჩაერთნენ ქართველი ფეხბურთელები და დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად კიდევ ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, - აღნიშნა ანი გიგინეიშვილმა.

ახალი ხაზი წარმოდგენილია Afflelou Paris-ის კონცეპტუალურ მაღაზიებსა და ჯპს-ის აფთიაქებში, მისი ღირებულება 149 ლარია. გულშემატკივრებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, როგორც გერმანიაში, ისე საქართველოში ნაკრების მხარდაჭერა გამოხატონ ექსკლუზიურად მათთვის შექმნილი აქსესუარით, რომელსაც მუდმივად თან ატარებენ. ისტორია იწყება შენით, უგულშემატკივრე ნაკრებს და გააზიარე ემოცია Afflelou Paris-თან ერთად, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას საინტერესო სიახლეებს გვპირდება.

ფოტო: სალი დუნდუა

მარკეტინგის მენეჯერი: დათა ალექსეევი

პროექტს გვერდში დაუდგა: Ballermanagement

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები