შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლები ღიად არიან დაკავებული ტერორით, ადამიანს როცა ემუქრები ტყვიით და საჯაროდ უვარდები, ესაა ზუსტად ტერორი

როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიდის ღია ტერორის კამპანია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამაზე რეაგირება. მე კვლავ ვაკვირდები გააგრძელებენ თუ არა ორგანიზაციები და ქვეყნები თანამშრომლობას იმ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც რადიკალური დღის წესრიგით და პოლიტიკური ექსტრემიზმით არიან დაკავებული. ვინმეს თუ უნდა, რომ ამით ხელი რამეს დააფაროს, ეს მათი პრობლემაა, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სხდომაზე უმრავლესობის მიმართ ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან გაკეთდა ცილისმწამებლური განცხადებები.

„როცა თქვენ საუბრობთ სხვადასხვა ფაქტებზე და ამბობთ, რომ თითქოს რაღაც ორგანიზებულია უმრავლესობის თუ ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ცილისწამება, რადგან თქვენ ამის საფუძველი არ გაქვთ და პირიქით, ადგილი აქვს ზიზღის, ძალადობის და ტერორის კამპანიას უმრავლესობის წევრების წინააღმდეგ. აქ ხომ ხილულად ვიცით რაც ხდება. ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, ამ ორგანიზაციის თანამშრომლები ღიად დაკავებული არიან ტერორით. როცა ადამიანს ემუქრები ტყვიით, ურეკავ, შეურაცხყოფას აყენებ და საჯაროდ მიუვარდები - ეს არის ზუსტად ტერორი და თქვენ ამაზე რეაგირება არ გაქვთ, რაც გასაგებია. ხოლო ის რაც იკადრა ქალბატონმა თეონა აქუბარდიამ, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია, მაგრამ იმ პოლიტიკური მორალის ადამიანების მხრიდან, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციაში არიან, ეს გასაკვირი არ არის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია