ვიქტორ სოლისი - „ჯივიპიში“ ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია, მათი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწყობა და ტექნოლოგიური მოდერნიზაცია აქტიურად მიმდინარეობს

„ჯივიპიში“ აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია, მათი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწყობა და ტექნოლოგიური მოდერნიზაცია, - ამის შესახებ წყლის წარმოების და ენერგეტიკის დირექტორმა, ვიქტორ სოლისმა განაცხადა.

„ჯივიპის” ცნობით, მათმა ორგანიზაციამ ევროპული სტანდარტების დანერგვის მორიგი ეტაპის - წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. მედიასთან და სემეკის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტმა წყლის მოპოვებისა და დამუშავების ძირითადი ობიექტების, წყალმომარაგების ქსელების, მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და კომპანიის სერვისების შესახებ ისაუბრა.

„ჯივიპი“ მოსახლეობას მუდმივად უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სასმელი წყლით, ლაბორატორიებში 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს წყლის ხარისხის მართვა და მონიტორინგი. "ჯივიპი" აღჭურვილია მიკრობილიოლოგიური და ქიმიური ტესტირებებისთვის აუცილებელი თანამედროვე ხელსაწყოებით. ამასთან, წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ქსელში წყლის ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის დამატებით ინერგება ევროპული სტანდარტის შესაბამისი თანამედროვე მოწყობილობები.

„ჯივიპიში“ აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია, მათი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწყობა და ტექნოლოგიური მოდერნიზაცია. წყალმომარაგების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის სათავე ნაგებობებზე განახლდა დანადგარები და ინფრასტრუქტურა, ხოლო სატუმბო სადგურებზე დამონტაჟდა ახალი ტუმბო-აგრეგატები. გარდა ამისა, წყალმომარაგების სისტემის გაციფრულებისა და ავტომატიზაციის პროექტის ფარგლებში ინერგება წყალმომარაგების ქსელიდან მონაცემების უწყვეტ რეჟიმში მიღების სისტემა.

კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს "ჯივიპი" ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე - ჟინვალის ჰიდროკომპლექსში ახორციელებს. ჟინვალის ჰიდროკომპლექსის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სტაბილური ოპერირებისთვის 7.2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ჰიდროკომპლექსის განახლების ფარგლებში საქართველოში პირველი საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები დამონტაჟდა და რეაბილიტირდა წყალგამყვანი გვირაბი”- განაცხადა წყლის წარმოების და ენერგეტიკის დირექტორმა, ვიქტორ სოლისმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება