ილია დარჩიაშვილი ევროპარლამენტის არჩევნებზე - ევროპის მოსახლეობამ თავისი გზავნილი გააკეთა

საერთო ჯამში, ევროპარლამენტის არჩევნები წარმატებით ჩატარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროკავშირმა უკვე ახლადარჩეული პარლამენტით მოახდინოს აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირება და მოხდეს ახალი ევროპული სტრუქტურების ჩამოყალიბება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ არჩევნებზე ევროპის მოსახლეობამ თავისი გზავნილი გააკეთა.

„ზოგადად, პოლიტიკურ განწყობებზე შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ეს არის დემოკრატიის პრინციპი, რომ მოსახლეობა, საზოგადოება გამოხატავს თავის დამოკიდებულებას. ეს ყოველთვის ასე იყო, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სხვადასხვა არჩევნებში იღებდნენ უპირატესობას, ამით საზოგადოება აკეთებდა კონკრეტულ გზავნილებს. ცვლილებაც ევროპარლამენტში, სწორედ ამის გამოხატულებაა, რომ ეს გზავნილი ევროპის მოსახლეობამ არჩევნებით გამოხატა," - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს