სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს  სტანდარტების დეპარტამენტის ხარისხის მენეჯმენტის სისტემამ  ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობის „ენ ისო  9001:2015“ სერტიფიკატი მოიპოვა

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტმა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის აუდიტი წარმატებით გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა, რომლებიც საქართველოში 2024 წლის მაისში იმყოფებოდნენ, დეპარტამენტის საქმიანობა შეისწავლეს. შედეგად, დასრულდა სერტიფიცირების პროცესი ევროპული სტანდარტის ენ ისო 9001:2015 „ხარისხის მენეჯმენტის სისტემები - მოთხოვნები" შესაბამისად და 2024 წლის 5 ივნისს სტანდარტების დეპარტამენტმა შესაბამისობის სერტიფიკატი მიიღო.

„აღნიშნული შეფასება წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ევროპულ ორგანიზაციებში (CEN-CENELEC) სრული წევრობის კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ჰარმონიზაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი - კერძოდ, ევროპული სტანდარტების 70%-ზე მეტი მიღებულია საქართველოს სტანდარტებად.

აღსანიშნავია, რომ სტანდარტების დეპარტამენტის ხარისხის მენეჯმენტის სფერო სრულად მოიცავს დეპარტამენტის საქმიანობას, რომელიც ეხება სტანდარტების, აგრეთვე სტანდარტიზაციის სხვა დოკუმენტების შემუშავებას, მიღებასა და შესაბამისი მომსახურებების მიწოდებას ბიზნეს სექტორისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

სტანდარტების დეპარტამენტის აუდიტი ევროკავშირის დაძმობილების (TWINNING) პროექტის "საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად" მხარდაჭერით ჩატარდა.

სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო 2023 წლის იანვრიდან სტანდარტიზაციის ევროპულ ორგანიზაციებში აფილირებული წევრის სტატუსითაა წარმოდგენილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს