პეტრე ცისკარიშვილი - დღევანდელი ხელისუფლების ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, დამაზიანებელია არამხოლოდ მათთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის

დღევანდელი ხელისუფლების ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, დამაზიანებელია არამხოლოდ მათთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის სავიზო სანქციბის გამოცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გამარჯვებამდე ოთხი თვეა დარჩენილი და ქართველი ხალხს ეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას დასავლეთისკენ შემოაბრუნებს.

„დასავლეთთან და კერძოდ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა არის არამხოლოდ ჩვენი ისტორიული მისწრაფება, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და სტრატეგიული ურთიერთობის განზომილება, სადაც საქართველომ უნდა მოიპოვოს კეთილდღეობა, განვითარება, პროგრესი და უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, პარტნიორებთან ასეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვხედავთ დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, არის დამაზიანებელი არამხოლოდ მათთვის პირადად, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის და აქედან გამომდინარე, დროზე უნდა მოეგონ გონს, რადგან შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში არჩევნებამდეც შეუძლიათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ძალიან დააზიანონ.

მიუხედავად იმისა, თუ „ქართული ოცნება“ როგორც იქცევა, როგორ ძალადობს ფიზიკურად; ადამიანებს ხვდებიან, შენონებს ლეწავენ, მადლობა ღმერთს, რომ ოთხი-ხუთი თვეა დარჩენლი საპარლამენტო არჩევნებამდე,რაც საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს,რომ მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება და ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, როგორსაც რეალურად საქართველო, ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი იმსახურებს, რომელიც შემოაბრუნებს ქვეყანას ამ დამპყრობელი რუსული ჭაობიდან და ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ ევროპულ ლიანდაგებზე დააყენეს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს