ზურაბ ჭიაბერაშვილი - ბაიდენისა და მაკრონის ერთობლივი განცხადება საქართველოზე ნათლად აჩვენებს, რომ დასავლეთი მყარად უჭერს მხარს ქართველ ხალხს ამ ისტორიულ ბრძოლაში

ბაიდენისა და მაკრონის ერთობლივი განცხადება საქართველოზე ნათლად აჩვენებს, რომ დასავლეთი მყარად უჭერს მხარს ქართველ ხალხს ამ ისტორიულ ბრძოლაში, თავისუფლებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, აღნიშნულ განცხადებებს არსებითი ზეგავლენა ექნება დასავლეთის პოლიტიკაზე, რომელიც გულისხმობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას.

„ბაიდენისა და მაკრონის ერთობლივი განცხადება საქართველოზე ნათლად აჩვენებს, რომ დასავლეთი მყარად უჭერს მხარს ქართველ ხალხს ამ ისტორიულ ბრძოლაში, თავისუფლებისთვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის და ეს ძალიან იმედის მომცემია. რა თქმა უნდა, მთავარი იქნება ქართველი ხალხის მობილიზება და გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს, მაგრამ დასავლეთი მანამდეც, 26 ოქტომბერსაც და შემდეგაც გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, ივანიშვილის ნაბიჯებზე ბაიდენისა და მაკრონის განცხადებას არ ექნება გავლენა, მაგრამ ამ განცხადებას არსებითი ზეგავლენა ექნება დასავლეთის პოლიტიკაზე, რომელიც გულისხმობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს