პრემიერი - გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ევროპარლამენტის არჩევნების საფუძველზე, ეს არის დემოკრატიული კრიზისი - დარწმუნებული ვარ, ევროპა ამ კრიზისს საშუალო ვადიან პერსპექტივაში გადალახავს

ერთი, რაც შეიძლება ითქვას, გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ამ არჩევნების საფუძველზე, ეს არის დემოკრატიული კრიზისი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის არჩევნები შეაფასა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, ამიტომ მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება იმ პროცესებს, რომელიც ევროკავშირში წარიმართება.

„რეალურად გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა მოვლენების განვითარება გაგრძელდება ისე, როგორც აქამდე ვითარდებოდა. ერთი, რაც შეიძლება ითქვას, გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ამ არჩევნების საფუძველზე, ეს არის დემოკრატიული კრიზისი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა ამ კრიზისს საშუალოვადიან პერსპექტივაში გადალახავს. ეს არის ყველას ინტერესებში. ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით, იმ პროცესებს, რომელიც ევროკავშირში წარიმართება, რა თქმა უნდა, ყველას ინტერესშია ევროკავშირში მაქსიმალურად გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესები“,- განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე