ლევან ბეჟაშვილი - კობახიძის სავალალო ვიზიტი ბერლინში, სადაც ხელი არავინ ჩამოართვა, იყო ფორმალობა „ოცნების“ მხარდამჭერებისთვის, რომ ცდილობენ ურთიერთობის დალაგებას პარტნიორებთან, მაგრამ მისია ჩავარდა

კობახიძის სავალალო ვიზიტი ბერლინში, სადაც მას ხელი არავინ ჩამოართვა, იყო ფორმალობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის, რომ თითქოს რაიმე ფორმით ცდილობენ ურთიერთობის დალაგებას საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ მისია ჩავარდა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილება შეაფასა.

მისი თქმით, საზოგადოებამ იხილა პრემიერ-მინისტრის, კობახიძის სავალალო ვიზიტი ბერლინში, როდესაც უკრაინის საკითხებთან დაკავშირებით პრაქტიკულად ჩრდილში იდგა საქართველოს მხარე.

„რეალურად საერთაშორისო განწყობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არის ის, რომ მათ ხელს არავინ აღარ ართმევს, პარტნიორებად არავინ არ განიხილავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სიტყვა დაარღვიეს, რომელიც დადეს ხალხის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ „რუსულ კანონს“ აღარ შემოიტანდნენ. ბოლო მოვლენების ფონზე, პრაქტიკულად ფარდა ჩამოხსნილია და რეალურად კობახიძე არის რუსული ხელისუფლების "ნამესტნიკი" საქართველოში და ამას ყველა ხედავს, ამიტომ ეს ვიზიტიც იყო აბსოლუტური ფორმალობა მაშინ, როდესაც მას ხელი არავინ არ ჩამოართვა და ეს ვიზიტი, მხოლოდ და მხოლოდ, იმაზე იყო გათვლილი, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის ეჩვენებინა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობენ თუმცა ყველამ ვიცით, რომ ეს მისია იყო ჩავარდნილი“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის