სასამართლომ ჰანტერ ბაიდენი იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი, იარაღის ფლობის სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. ამის

შესახებ ინფორმაციას CNN -ი ავრცელებს.

კერძოდ, აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ჰანტერ ბაიდენი დამნაშავედ ცნო სამივე ბრალდებაში იარაღის ფლობასთან დაკავშირებულ კანონებზე, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას უკრძალავს.

ჰანტერ ბაიდენის გასამართლება პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის უახლოესი ოჯახის წევრი დამნაშავედ იქნა ცნობილი მაშინ, როდესაც მისი მშობელი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, თუმცა ჰანტერ ბაიდენის დანაშაულები ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო პერიოდის დაწყებამდე იქნა ჩადენილი.

მედია წერს, რომ ჰანტერ ბაიდენს ციხეში 25 წლამდე პატიმრობა და 750 000 აშშ დოლარის ჯარიმა ელის, თუმცა მოსალოდნელია, რომ მას მაქსიმალურზე ნაკლები პატიმრობა მიესჯება, ვინაიდან, ეს მისი პირველი დანაშაულია.

ჰანტერ ბაიდენის მამამ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კომენტარი გააკეთა სასამართლოს განაჩენზე.

“როგორც გასულ კვირას ვთქვი, ამ პროცესის შედეგს მივიღებ და გავაგრძელებ სასამართლო პროცესის პატივისცემას იმ პერიოდში, როდესაც ჰანტერი გასაჩივრებას განიხილავს. ჯილი [ბაიდენის მეუღლე] და მე ყოველთვის სიყვარულითა და მხარდაჭერით გვერდში დავუდგებით ჰანტერს და ჩვენს დანარჩენ ოჯახს. არაფერი არასდროს არ შეცვლის ამას”, - განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, აქამდე, 6 ივნისს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის საკუთარ შვილს არ შეიწყალებდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე