პრეზიდენტი ახალგაზრდებს - თქვენ შეძელით, მსოფლიოს დაენახა, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს თუ არა ევროპული და ქართული - მადლობა, რომ დიდი საქმე შეძელით, თქვენ უკვე გაიმარჯვეთ

თქვენ შეძელით, კრეატიულობით, თქვენი ქართველობით, სილაღით, ევროპულობით მსოფლიოს დაენახა, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს თუ არა ევროპული და ქართული. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს შეხვედრისას.

პრეზიდენტის თქმით, ახლაგაზრდების ყოველდღიურმა ბრძოლამ მსოფლიოს სხვანაირად დაანახა საქართველო და ის ეჭვები, რაც საქართველოს მიმართ არსებობდა, გადაიქცა პოზიტიურ სურათად.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ხნის მერე შესაძლებლობა მეძლევა, ყველას გითხრათ მადლობა. ეს არის ჩემი სურვილი და მოვალეობა, რომ მადლობა გამოვხატოთ იმისთვის, რაც ახალგაზრდებმა გააკეთეთ თქვენი ქვეყნისთვის და ეს არ არის პატარა რამ, თქვენ შეძელით და მოგვეცით ახალი იმედი. დაგვანახეთ ჩვენი თავი სხვანაირად, რომ თურმე ამ ქვეყანას ჰყოლია ძალიან ცოცხალი, შეგნებული, ღირსეული ახალგაზრდობა. ახალგაზრდობა, რომელმაც იცის რა ელის ქვეყანას, რა დღეშია ქვეყანა და რა გადაწყვეტილება აქვს ქვეყანას მისაღები და იცის თვითონ, როგორი მომავალი უნდა თავისი ქვეყნისთვის.

ჩვენ არ ვიცოდით, რომ თქვენ ასე ღრმად ფიქრობდით სამშობლოზე. ეს არა მხოლოდ ჩვენ დაგვანახეთ, თქვენ ეს დაანახეთ მსოფლიოს. ისეთი სურათი გააშუქეთ საზღვრებს იქით, რომ ის ეჭვები, რაც საქართველოს მიმართ არსებობდა, უცებ თქვენი ყოველდღიური ბრძოლით ეს გადაიქცა პოზიტიურ სურათად. ახალგაზრდები, რომლებიც გამოდიოდნენ ყოველდღე იმისათვის, რომ უნდათ ევროპული მომავალი და არა რუსული, ან რუსულ ყაიდაზე გადაყვანილი საქართველოს მომავალი.

თქვენ შეძელით, კრეატიულობით, თქვენი ქართველობით, სილაღით, ევროპულობით მსოფლიოს დაენახა, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს თუ არა ევროპული და ქართული. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ თქვენ დიდი საქმე შეძელით. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს რა საქმე, ჩვენ ვერ დავამარცხეთ „რუსული კანონიო“ - თქვენ უკვე გაიმარჯვეთ და გამარჯვებული დადიხართ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია