პრეზიდენტი - ეს არჩევნები არჩევნები კი არა, ეგზისტენციალური არჩევანია - ჩვენ ვირჩევთ, რომ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული მომავალი

ცხადია, ეს გამარჯვება გადის ერთადერთ რამეზე - არჩევნებზე, სხვა გზა არ არსებობს დემოკრატიულ ქვეყანაში და სხვა გზა არ არსებობს საქართველოში, დღევანდელ მდგომარეობაში, ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოქტომბრის არჩევნები არის “ჩვენთვის ძალიან დიდი ბედი, შანსი”.

“ამ არჩევნებისთვის საკმარისი მომზადების დრო გვაქვს, დრო ერთად გვაქვს. ჩვენ უნდა დავიწყოთ კამპანია, ხალხს უნდა გავაგებინოთ, რომ ეს არჩევნები არჩევნები კი არაა, ეს ეგზისტენციალური არჩევანია, სადაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რასაც საქართველო არა მხოლოდ 30 წელია ამბობს, საქართველო ამბობდა სულ მუდამ, რაც სახელმწიფო იყო, რომ ეს ღირებულებები რაც ევროპული ღირებულებებია, მისი ღირებულებებია. არ შეიძლება, რომ ეს ღირებულებები, ვინმემ გარედან შეუცვალოს. არ შეიძლება, რომ საქართველო გარუსდეს, არ შეიძლება, რომ არ იყოს დამოუკიდებელი და არ შეიძლება, რომ არ იყოს ძლიერი. ეს არის ჩვენი არჩევანი ამ მომავალ არჩევნებზე. ჩვენ ვინმეს კი არ ვირჩევთ, რომელიმე პარტიას კი არ ვირჩევთ, კი ეს გავა, რომელიმე პარტიის არჩევანზე, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რომ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული მომავალი“,- დასძინა პრეზიდენტმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება