სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს - თუ ვიქნები თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები

მე მინდა ვიყო ის ადამიანი, რომელიც დაიცავს შედეგს, მიიტანს ბრიუსელამდე და მიიღებს დასტურს, რომ ჩვენ გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს, ეს იქნება პრეზიდენტის როლში, თუ სხვა როლში მომავალი გვიჩვენებს, მე ყველაფრისთვის მზად ვარ და ვიქნები, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას დასმულ კითხვას იმის შესახებ, რომ „მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იმ შემთხვევაში თუ მისი კანდიდატის ირგვლივ კონსენსუსი იქნება“.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ძალიან ბედნიერი და ამაყი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას ახალგაზრდების მხარდაჭერა ექნება.

„მე არაერთხელ ნათქვამი მაქვს და კიდევ გავიმეორებ, რომ მე იქ ვიქნები, სადაც საჭირო ვიქნები. სადაც საჭირო ვიქნები იმისათვის, რომ ჩვენ მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე. ჩემთვის საქმის ბოლომდე მიყვანა არის ერთი მხრივ, ჯერ გამარჯვება [საპარლამენტო]არჩევნებში და შემდეგ „ქართული ქარტიის“ შესრულება ძალიან მოკლე დროში იმის მიუხედავად, რომ ვიღაც შეიძლება ამბობდეს - „ამას დიდი დრო უნდა“. გადამოწმებულია და არ უნდა დიდი დრო, ეს უნდა შევძლოთ. მე მინდა ვიყო ის ადამიანი, რომელიც დაიცავს ამ შედეგს, მიიტანს ბრიუსელამდე და მიიღებს დასტურს, რომ ჩვენ გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს, ეს იქნება პრეზიდენტის როლში, თუ სხვა როლში მომავალი გვიჩვენებს, მე ყველაფრისთვის მზად ვარ და ვიქნები. თუ ვიქნები თქვენი [საპრეზიდენტო] კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება