პრეზიდენტი - კონკრეტული ნაბიჯები არსებობს, როგორ უნდა მოხდეს გადაფასება, გადამოწმება ადამიანების, რომლებიც სასამართლოს სისტემას აზიან - ნებისმიერი ახალი მოსამართლე, რომელიც სისტემაში შემოვა, უნდა იყოს გადამოწმებული

ის უსამართლობა, კლანური სისტემა, რაც დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს, არის სრულიად მიუღებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზიდენტის განმარტებით, უნდა მოხდეს ყველა იმ მოსამართლის გადამოწმება, „რომლებიც დღეს აზიან სასამართლო სისტემას“.

„მთავარი პუნქტი „ქართული ქარტიის“ არის სასამართლო სისტემის რეფორმა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპა 9 ნაბიჯში, 12 ნაბიჯში მუდმივად ამას გვეუბნება, რომ რეფორმა აუცილებელია, თუ თქვენ აპირებთ, რომ შემოუერთდეთ ევროკავშირს, არამედ იმიტომ, რომ ქართველ ხალხში სასამართლო სისტემა, სამართლიანობის გრძნობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველთვის ასე იყო. ჩვენ გვაქვს ჩვენი ძალიან ძველი სამართალი. ის უსამართლობა, კლანური სისტემა, რაც დღეს არსებობს, არის სრულიად მიუღებელი, რომც არავინ გვეუბნებოდეს გარედან, რომ "ეს გაქვთ გასაკეთებელი იმისათვის, რომ შემოხვიდეთ და დავიწყოთ თქვენთან მოლაპარაკებები". სასამართლო სისტემის რეფორმის ძალიან კონკრეტული ნაბიჯები არსებობს, თუ როგორ უნდა მოხდეს გადაფასება, გადამოწმება იმ ადმიანების, რომლებიც დღეს აზიან სასამართლოს სისტემას თავისი ყველა მნიშვნელობით. ნებისმიერი ახალი მოსამართლე, რომელიც შემოვა სისტემაში, უნდა იყოს გადამოწმებული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე