პრეზიდენტი - არ შეიძლება შეჯიბრზე გახვიდე და იფიქრო, როგორ დავმარცხდები და თუ დავმარცხდები, მაშინ რას იზამ - ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის

რას ვაკეთებთ თუ კი არჩევნებს გაგვიყალბებენ? – არ შეიძლება გახვიდე შეჯიბრზე და იფიქრო, როგორ დავმარცხდები და თუ დავმარცხდები, მაშინ რას იზამ, ეს არ არსებობს. ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის, ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას შესაბამის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებში მთავარი გამარჯვების იმედი არის მობილიზაცია.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ის მზად არის დაეხმაროს ახალგაზრდებს ხმების დაცვაში, მათ შორის იმაში, რომ თუ იქნება საინიციატივო ჯგუფები, რომლებსაც ტრენინგებზე დახმარება დასჭირდება, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკოორდინაციო როლს იკისრებს და დაეხმარება.

“მტკივნეული საკითხი. რას ვაკეთებთ თუ კი არჩევნებს გაგვიყალბებენ? – „თუ“-ობით ლაპარაკი არ შეიძლება. როგორც სპორტშია - არ შეიძლება გახვიდე შეჯიბრზე და იფიქრო, როგორ დავმარცხდები და თუ დავმარცხდები, მაშინ რას იზამ, ეს არ არსებობს. ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის, ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის. ეს არ ნიშნავს მიამიტობას. ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიცოდეთ. ამ ქვეყანაში, მე მგონი არ ყოფილა არჩევნები, სადაც არ იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი, ყოველთვე და სხვადასხვა ფორმით, მგონი, გარდა პირველი არჩევნებისა, გამსახურდიას არჩევნების მერე, შევარდნაძის დატოვებული ანდერძით, ყველა არჩევნებში მეტ-ნაკლებად გამოყენებული იყო სხვადასხვა ხერხები. მე მახსოვს მიშას კარუსელები - პირდაპირ ვესწრებოდი და ბევრი სხვა ხერხი. ასე რომ, ვიცით ეს ყველაფერი და მე მგონი აუცილებელი არის, რომ ახალგაზრდებისთვის ტრენინგები არსებობდეს. ვიცი, რომ თქვენ მზად ხართ, რომ მონაწილეობა მიიღოთ კომისიებში, დამკვირვებლად, გარეთ უბნებთან, ყველა იმ ფორმით, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ ხმა იყოს დაცული და ეს არის აუცილებელი და მეც მზად ვარ, რომ დაგეხმაროთ ამაში. თუ საინიციატივო ჯგუფები თქვენ შორის იქნება, რომლებიც მოითხოვენ დახმარებას ტრენინგებზე, ჩვენც რაღაცა საკოორდინაციო როლს ვიკისრებთ ჩემს ადმინისტრაციაში და ამაში დაგეხმარებით. ვიცი, რომ პოლიტიკური პარტიებიც მზად არიან ამაში მონაწილეობა მიიღონ. ასევე, არასამთავრობოები, რომლებიც ჯერ არ არიან გაუქმებულები და არ იქნებიან კიდევ კარგა ხანი არჩევნებამდე, ისინიც მზად არიან, ჩვენ პარტნიორებიც ამაში გარკვეულწილად მონაწილეობას ალბათ იღებენ.

არჩევნებში მთავარი გამარჯვების იმედი არის მობილიზაცია. ყველა მაგალითი რაც გვაქვს ჩვენი წარსულიდან არის ის, რომ როცა არის მობილიზაცია, იქ ყველა ეს ხერხები, რესურსები - ადმინისტრაციული, ფულადი, თუ სხვა არ ყოფნის. დღეს განსაკუთრებული მდგომარეობა გვაქვს, როცა ქვეყნის შიგნით ნახევარი მილიონი ხმა თქვენ ხართ და ერთი მილიონი ხმა კი გარეთ, ემიგრანტები. ბევრი სამუშაო გვაქვს, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა უბნების გახსნაზე, არა მაქვს დიდი იმედი, რომ უბნებს გაგვიხსნიან, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ემიგრანტები ჯერ ერთი გაბრაზდებიან და გადაწყვეტენ, რომ რაც არ უნდა დაუჯდეთ, წავლენ იქ, სადაც საჭიროა, რომ მივიდნენ და ხმა მისცენ”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის