სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებულ კითხვაზე - თუ ევროპასთან სიახლოვე დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე, უკვე შესული უნდა ვიყოთ და იქითკენ გასული

თუ ჩვენი ევროპასთან სიახლოვე დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე, უკვე შესული უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ დასმული შემდეგი კითხვის საპასუხოდ განაცხადა:

კერძოდ, ახალგაზრდამ პრეზიდენტს ჰკითხა: „25 აპრილს ევროკაშირმა გამოსცა რეზოლუცია, სადაც ითხოვდნენ რუსული კანონის უკან გაწვევას და მასთან ერთად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. აპირებთ თუ არა გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ბერკეტი ევროპასთან დასაახლოებლად და შეიწყალოთ პრეზიდენტი სააკშვილი?“.

„თუ ჩვენი ევროპასთან სიახლოვე დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე, უკვე შესული უნდა ვიყოთ და იქითკენ გასული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს