პრეზიდენტი - ეს არჩევნები იქნება არჩევანი, ამიტომ არავინ არ უნდა ჩათვალოს, რომ რომელიმე სავარძელში ჩაჯდება და იქიდან აღარ ადგება - როგორც გავლენ პარტიები არჩევნებზე, მათი გადასაწყვეტია, იმედი მაქვს, გონივრულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ

ეს არჩევნები ჩვეულებრივი არჩევნები არ იქნება, ეს იქნება არჩევანი, ამიტომ არავინ არ უნდა ჩათვალოს, რომ რომელიმე სავარძელში ჩაჯდება და იქიდან აღარ ადგება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზიდენტის შეფასებით, მომავალი არჩევნებში იმის დრო არ არის, რომ პარტიებმა ცალ-ცალკე “რაღაცა შეჯიბრი გამართონ და მათი პროგრამები ამომრჩეველს წარუდგინონ”.

“რაც შეეხება ერთიანობას. მე მეგონა, „ქართული ქარტია“ ერთიანობა იყო და როგორც ჩანს პარტიები ცალ-ცალკე მიდიან არჩევნებზე. მე ჯერ არ ვიცი, როგორ მიდიან არჩევნებზე პარტიები, მათ შორის, რაღაცა კონსულტაციები მიდის, რაც ჩემი საქმე არ არის და მე არასადეს არ მითქვამს და პრეტენზია არ მქონია, რომ “ქართული ქარტია” იქნებოდა ისეთი ერთობა, რომ ყველა ეს პარტიები გაერთიანდებოდნენ ერთ პარტიად, მე მგონი, მათი გადასაწყვეტია. მთავარია, რომ ადამიანი, რომელიც არჩევნებზე მივა და როცა ხმას იმ თუ ამ პარტიას მისცემს, იცოდეს ეს პარტია ხელს აწერს “ქართულ ქარტიას”, ანუ იღებს ვალდებულებას, რომ შეასრულოს ის რაც არ შეასრულა “ქართულმა ოცნებამ”, რომ შეესრულებინა ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. ამიტომ ეს არის ერთიანობა ამ ქარტიის ირგვლივ. არა მგონია, ეს არჩევნები იმის დრო იყოს, რომ პარტიებმა ცალ-ცალკე რაღაცა შეჯიბრი გამართონ და მათი ცალკე პროგრამები ამომრჩეველს წარუდგინონ. ამიტომ “ქართულ ქარტიაში” წერია, ეს პარლამენტი მოკლე ვადიანი იქნება იმისთვის, რომ “ქართული ქარტია” შეასრულოს. ასევე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნა მივიღოთ და ეს პარლამენტი წავიდეს. ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში, რასაც ასევე, “ქართული ქარტია” ჰპირდება. აგრეთვე, მთავრობაც მოკლე ვადიანი უნდა იყოს.

ეს არჩევნები ჩვეულებრივი არჩევნები არ იქნება. ეს იქნება არჩევანი, ამიტომ არავინ არ უნდა ჩათვალოს, რომ რომელიმე სავარძელში ჩაჯდება და იქიდან აღარ ადგება. დანარჩენი, თუ პარტიები არჩევნებზე როგორ გავლენ, მათი გადასაწყვეტია. იმედი მაქვს, გონივრულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო